მემო...

545 40 0
                                    

ხუთი წუთიც არ იყო გასული, რაც სკოლიდან სახლში დავბრუნდი და კეტრინი მაშინვე დამეტაკა. კიბე ჩემს ოთახამდე ქარბორბალასავით ამოირბინა და კარი შემოგლიჯა.

-შემოდი არ მოგერიდოს!-ვუთხარი მე. საწოლზე ვიწექი, ფეხები კედელზე მქონდა ალაგებული და ჭერს უაზროდ მივჩერებოდი. ჯერ ისევ სკოლის ქვედაბოლო მეცვა, რომელიც ამ პოზაში ბარძაყებიდან მთლიანა ჩამომწეოდა და უშნოდ ჩამომკიდებოდა.

-რა მოხდა?-მაშინვე იკითხა

-ჩვენმა მეზობელმა თავისი მუსუსი ქმარი სახლიდან მიაბრძანა

-ნუ მომინდომე ენაკვიმატობა. გუშინდელზე გეკითხები-ფეხის ცერა თითი კედელს გავაყოლე. რა თქმა უნდა კეტრინი გაიგებდა გუშინდელ ამბავს. ამ ქალაქში რამე იმალება?

-ეს შონმა მომცა. მითხრა, რომ შენია-ჩემი ზურგჩანთა საწოლზე დადო და თავად კუთხეში ჩამოჯდა

-თავად არ გითხრა რა მოხდა?

-მხოლოდ ეს დამიტოვა, აილინს მიეციო და წავიდა. იცი რამდენი ხანი გელოდე სანამ სახლში მოხვიდოდი რომ გამეგო რა მოხდა?

ფეხებზე ხელი მკრა, რის გამოც კედლიდან ჩამომიცურდა და საწოლზე მთელი ძალით გავიშხლართე. გავსწორდი და წამოვჯექი. თავ ვფიქრობდი უცებ რაიმე უაზრო ტყუილი მომეფიქრებინა თუ მეთქვა სიმართლე.

-დაფქვი!-სწრაფად მომახალა

ვამჯობინე სიმართლე მეთქვა. ყველაფერი მოვუყევი, ბიბლიოთეკაში წასვლით დავიწყე და საბოლოოდ ქოხიდან გამოქცევით დავამთავრე. გაოგნებული მიყურებდა. ხმასაც არ იღებდა. პირველად იყო კეტრინი გაჩუმებული, სხვა დროს ყველა სიტყვაზე მეკიდება.

მოყოლა რომ დავამთავრე ღრმად ამოვისუნთქე და საწოლის თავს მივეყრდენი.

რამდენიმე წამი საერთოდ ხმას არ იღბდა. ერთი ორჯერ გაღო პირი რაღაცის სათქმელად მაგრამ დაკუმა.

-გაგიჟდი-პირდაპირ მითხრა. კითხვაც კი არ ყოფილა, თავად გადამიწყვიტა რომ გიჟი ვარ

Perfectly WrongWhere stories live. Discover now