ზუსტად სამი დღე დამჭირდა ჩემი გრძნობების გასააზრებლად.
სამი დღე, რომ მივმხვდარიყავი, მიზეზი რატომაც ასე ძალიან მივეჯაჭვე შონს ის იყო, რომ უზომოდ დიდი გრძნობები მქონდა მის მიმართ.
ჩემი სიმპატია იყო იმის მიზეზი რატომაც ვფიქრობდი მასზე როცა ჰარისთან ერთად ვატარებდი დროს. ამიტომ ვგრძნობდი პეპლებს მუცელში და მივლიდა ჟრუანტელი შონის ყოველი შეხებისას.
გავიზარე თურმე რა რთული ყოფილა გასული ერთი თვე, როცა ის არც კი მინახავს, არ მისაუბრია. ბოლოს სამი დღის წინ ვნახე, ვერ აღვწერ რას ნიშნავს ეს ყოველივე, მენატრება. საშინლად მენატრება და მკლავს მისი ნახვის სურვილი.
თითქოს მისი სიტყვა ,,მომწონხარ" იმ სკივრის გასაღები იყო, რომელშიც ჩემი გრძნობები ინახებოდა. იმ დღეს ახალა ფარდა ჩემს გრძნობებს და დამანახა სინამდვილე.
თუმცა ოდესმე იყო მომენტი, როცა რაიმე კარგი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და ასევე კარგად დასრულებულა?!
მომიწევს იმ ფაქტს შევეგუო, რომ მართლაც არსებობს ზღვარი ჩვენს შორის. არ ვიცი რას წარმოადგენს ეს ზღვარი და სიმართლე რომ ვთქვა ვერც იმას ვხვდები საიდან გაჩნდა. მთავარია არსებობს და წინ გვეღობება.
შუაღამეა, ოფიციალურად 29 დეკემბერი დადგა.
ტკაცუნმა ფანჯრის მინაზე გადაიტანა ჩემი ყურადღება ფილმიდან, რომელსაც ვუყურებდი. ფრთხილად მივუახლოვდი ფანჯარას, ქვემოთ შონი იდგა, რომელიც პატარა კენჭებს ესროდა ფანჯრის მინას. კიდევ აპირებდა სროლას, თუმცა როგორც კი დამინახა სასროლად გამზადებული კენჭი ქვემოთ ჩაწია.
ფანჯარა გავაღე და გარშემო მიმოვიხედე ხომ არავინ იყო.
-იცი მაინც რომელი საათია?-მკაცრად ვუთხარი, ხმადაბლა...გამიხარდა მისი დანახვა, სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა და გულიც ამიფანცქალდა.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romansa-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!