ამ ამბის შემდეგ ისე დატოვა შონმა სახლი მისთვის ნახვამდის თქმაც კი ვერ მოვასწარი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აერიდებინა იმ კითხვებისთვის, რომელსაც აუცილებლად დავუსვამდი.
მათი რაოდენობა კი ცოტა ნამდვილად არ იყო.
იქიდან დავიწყოთ, რომ მან შეყვარებული მიწოდა. არც კი ვიცი...იქნებ მას უნდოდა ჩემი დაცვა ჰარის საშინელი სიტყვებისგან, რომლებმაც თავი უკანასკნელ ძუკნად მაგრძნობინეს. არაფერი იქნება იმაზე უკეთესი თუკი გავიგებ, რომ მისი გრძნობები რეალურია და მისთვის მართლაც ვარ ,,შეყვარებული"
აქ მეორე კითხვაც იჩენს თავს, მისით ჩანაცვლება", ჰარის ეს სიტყვები...გაუგებარი და უცნაური. რატომ ცდილობს შონი ჩემით ვინმეს ჩანაცვლებას. ან იქნებ ეს უბრალოდ ჰარის მიერ ნასროლი სიტყვები იყო გაბრაზებულ გულსე.
არა! ისე შევძელი ჰარის გაცნობა, რომ გამეგო, ის საკმარისად ჭკვიანია იმისთვის, რომ გაუაზრებელი სიტყვები ახეთქოს ცხელ გულზე. მან რაღაც იცის. შონმაც რაღაც იცის. ყველამ იცის რაღაც ჩემს გარდა.
დამღალა ამ უაზრო საიდუმლოებებმა და გაურკვევლობამ. ასეთი რთული რატომაა სიმართლის თქმა?! ან რა უნდა იყოს ისეთი რაც გამანადგურებს?!
თითქმის დარწმუნებული ვარ ვერაფერი შეძლებს ჩემს განადგურებას, უბრალოდ მსგავსი რამ არ არსებობს. ანგელოზი არ ვარ, მაგრამ იდეალური წარსული მაქვს, არ მაქვს მნიშვნელოვანი შეცდომები და საშინელი უკანა ფონი. განა რა არის ასეთი.
ბავშვები რომ დაიშალნენ ვეცადე შონს დავკავშირებოდი. მილიონჯერ მაინც დავურეკე, უშედეგოდ. არც ერთ ესემესზე და შეტყობინებაზე არ დაუბრუნებია პასუხი.
მხოლოდ საღამოს, როდესაც ბინდდებოდა ინება ჩემთვის შეტყობინების გამოგზავნა. მითხრა მასთან მივსულიყავი.
მეც აღარ დავაყოვნე. იმის იმედით, რომ მისგან რაიმე ახსნას მივიღებდი სირბილით გავეშურე მისი სახლისკენ.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!