ნუ მიმატოვებ!

432 43 27
                                    

თვალები როდესაც გავახილე შევამჩნიე ცარიელი საწოლი. შონი ჩემს გვერდით აღარ იწვა. სულელივით გამეღიმა ჩვენს შორის  ურთიერთობის გახსენებისთანავე. მეორე მხარეს გადავბრუნდი. შემეშინდა, როდესაც შონი დავინახე, ფანჯარასთან იდგა, ჩემგან ზურგშექცევით. რამოდენიმე წამი ველოდებოდი მის შემოტრიალებას სიტყვის უთქმელად, თუმცა ის არ განძრეულა. საბოლოოდ გადავწყვიტე მისთვის დამეძახა და დედამიწაზე დამებრუნებინა.

-ჰეი, უცნობო-ღიმილით ვუთხარი, ოდნავ მოაბრუნა თავი და მალევე დაუბრუნდა უწინდელ პოზას. მეუცნაურა მისი ქმედება. მაშინვე წამოვიჭერი ფეხზე, სწრაფად ამოვიცვი ტანსაცმელი, რომელიც ძირს ეყარა. მასთან მისვლისთანავე უკნიდან მოვეხვიე, იკადრა ვაჟბატონმა და ხელები მკლავებზე შემომხვია.

-ყველაფერი რიგზე გაქვს?-ვკითხე როგორც კი მოვშორდი, ძალიან ნელა შემოტრიალდა ჩემსკენ, მაშინვე ჩამოეყრდნო ფანჯრის რაფას, ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და უცნაური გამომეტყველებით მომაშტერდა.

-მაშინებ, შონ-ხმადაბლა ვუთხარი, ამვდროულად ვეცადე ჩემი ხელი ლოყაზე დამედო, თუმცა თავი სწრაფად გაწია. სერიოზულად შემაშინა მისმა ასეთმა ცვალებადობამ. უკან დავიხიე და დაველოდე როდის დაიწყებდა იმის ახსნას, თუ რა ჯანდაბა სჭირდა. ამისთვის რამდენიმე წამი, შეიძლება წუთიც კი დასჭირდა.

-შეცდომა იყო-არაფრისმთქმელი სახით მითხრა-რაც მოხდა შეცდომა იყო

-რა ჯანდაბაზე საუბრობ?-ხმის კანკალით ვუთხარი. ყველაზე ნაკლებად მინდოდა მისგან მსგავსი რამ გამეგო და აი ისიც. შონმა თავი ჩახარა, ნერვიულად დაიწყო ფეხის იატაკზე თამაში. სიტყვებზე არ გამოვკიდებივარ, უბრალოდ დაველოდე როდის ამოიღებდა ხმას და დაასრულებდა სათქმელს.

-გახსოვს გითხარი, რომ არსებობდა ზღვარი ჩვენს შორის? ჩვენ ეს ზღვარი გადავკვეთეთ

-მითხარი ბოლოს და ბოლოს-გაცოფებულმა დავიყვირე, ვეღარ გავაკონტროლე საკუთარი თავი. ისედაც ზედმეტად დამღალა ამ ყველაფერმა, ისედაც საკმაოდ დიდი ხანია საიდუმოების ნაწილი ვარ. საკმარისია.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now