შონი ისე წავიდა ტკბილი ძილის გარდა არაფერი უთქვამს. მომეჩვენა თითქოს გაბრაზებული იყო. მართალია თავად ამის შესახებ არაფერი უთქვამს და ხასიათის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობდა, თუმცა მაინც მისახვედრი იყო.
არც კი ვიცი რა უნდა ვქნა. თითქმის დარწმუნებული ვარ ჩემს გრძნობებში შონის მიმართ, მაგრამ ჰარის გამო თავს ცუდად ვგრძნობ. შინაგანი მე მთლიანად ჩემს ლანძღვაზეა გადართული და ვერც გავამტყუნებ.
როდესაც შონმა სახლამდე მომაცილა მალევე მოშორდა აქაურობას. მეკი სიცივის მიუხედავად ეზოში სკამზე ჩამოჯდომა და სუფთა ჰაერზე საკუთარი თავის განკიცხვა გადავწყვიტე. სახლში სინათლე ანთია, თუმცა ჯერ 10 საათია. ოლივია იქნება შიგნით, როგორც ყოველთვის ტელევიზორის წინ ღამის გადაცემებს უყურებს, ან ნეთფლიქსის რომელიმე სერიალს.
მაქსიმალურად ვეცადე ჩემი ყველანაირი უარყოფითი ემოცია ჩამომეშორებინა და სახლში ისე შევსულიყავი ვითომც არაფერი. ქურთუკი საკიდზე ჩამოვკიდე და ვეცადე გამეღიმა. ღიმილი გაურკვევლობამ წამსვე შეცვალა, როდესაც სავარძელზე მჯდარი მანუელ მენდესი დავინახე, რომელიც გამალებული საუბრობდა ოლივიასთან. ისიც იცინოდა. კარის ხმაზე ორივე ჩემსკენ მობრუნდა.
-მიხარია, რომ ადრე დაბრუნდი-თქვა ოლივიამ და მაშინვე ფეხზე წამოხტა. მისტერ მენდესიც ადგა. ვერ ვხვდები ამ დროს აქ რა უნდა, გაურკვევლობის მიუხედავად მას მაინც ვუღიმი.
-გამარჯობა-ჩემი ხმა კითხვასავით გაისმა, მენდესმა მხოლოდ ღიმილით და თავის დაკვრით მიპასუხა, მომღიმარ ოლივიაზე გადავიტანე მზერა, რომესაც მოესწრო ჩემს გვერდით დადგომა
-მას შენთან აქვს სასაუბრო-ყურში გადმომჩურჩულა რამაც მეტად გამაოცა, ვერაფერი მოვიფიქრე ასე უცებ თუ რა შეიძლება უნდოდეს. სანამ მე ვფიქრობდი ოლივიამ დაასრულა თავისი სიტყვა-დაფინანსებასთან დაკავშირებით-თვალის ჩაკვრაც არ დავიწყებია.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!