მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე იმ მცირედი ინციდენტის გამო, თუ შეიძლება ასე დავარქვათ.
წამითაც ვერ ვწყვეტდი ფიქრს ჰარიზე და მის მოულოდნელ კოცნაზე. უცნაურია, უკვე მერამდენე ღამეს ვათენებ ისევ ჰარის გამო.
ვეცადე მეფიქრა, რომ ეს იყო უბრალოდ კოცნა, რომელიც საერთოდ არაფერს ნიშნავდა, მაგრამ იმის გაფიქრებაზე, რომ ეს პირველი იყო ჩემს ცხოვრებაში საშინლად მეშლებოდა ნერვები.
ვბრაზდებოდი ჰარიზე და მის ასეთ თავხედურ საქციელზე. შიგადაშიგ ჩემი ქვეცნობიერი მახსენებდა, ,,შეწინააღმდეგებაც კი არ გიცდია". ხო და მერე მე აღარ შევწინააღმდეგებივარ ქვეცნობიერს, სულელი, ატეხილი თინეიჯერივით დავუდექი წინ როცა მკოცნიდა.
ფაქტი ისაა, რომ ამის გამო მთელი გული იმაზე სწრაფად ცემდა მთელი ღამე, ვიდრე ოდესმე, არც ის მახსოვს ოდესმე ასე მენერვიულოს და თავადაც არ ვიცოდე რატომ. ყველაფერი კარგად იქნება თუკი საერთოდ აღარ შევხვდები ჰარის და დავივიწყებ წუხელ მომხდარს. ყოველ შემთხვევაში ვეცდები არ ვნახო, თუკი ის კვლავ ჩემი ოთახის ფანჯრიდან არ შემოიპარება.
ამ ფიქრებში გართულმა ალიონზე მზის ამოსვლა ვერც კი შევნიშნე. ფიქრებმა ჰარიზე ისე გამიტაცა, რომ ისიც კი გადამავიწყდა სკოლა თუ არსებობდა.
სწაფად გადავიცვი სკოლის უნიფორმა, რომელიც გამუდმებით ქავილის შეგრძნებას მიჩენს, ამის გამო მინდება მისი დაწვა ან ნაკუწ-ნაკუწ დაჭრა, თუმცა რა უნდა ვქნა, წინა კვირას დირექტორმა ფორმის გარეშე მოსულ ბავშვს ერთი კვირა სკოლაში სიარული აუკრძალა.
ქვემოთ ჩასულს მამა სამზარეულოში არ დამხვდა, გამიკვირდა, როგორც წესი დილით მას გავყავარ ხოლმე. სამაგიეროდ დამხვდა წერილი მისგან
,,მაპატიე საყვარელო, საქმე გამომიჩნდა და მომიწია ადრე გავსულიყავი, სახარჯო ფულს მაგიდაზე გიტოვებ იმის იმედით, რომ ერთ დღეში აღარ დახარჯავ! ამჯერად მაინც"
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!