აღარ ვიცი ვის ვენდო

480 45 0
                                    

კითხვაზე პასუხის გაცემა არ იკადრა. ფანჯარასთან იდგა ჩემს პირდაპირ, ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა. არც კი ეტყობოდა, რომ აპირებდა ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემას.

წამითაც კი არ მოუშორებია მზერა ფანჯრიდან, თანაც მაშინ, როცა იცოდა, რომ უკვე ოთახში ვიყავი. ზუსტად ვერ გეტყვით ვის, ან რას უყურებდა. ფაქტია რაღაას დიდი ინტერესით უმზერდა. შეიძლება თავს იკატუნებდა თითქოს მზერდა.

ჩემგან პროფილით იდგა და მხოლოდ სახის მარჯვენა მხარე უჩანდა, ამ დროსაც კი იდეალურად შემეძლო მისი დაჟინებული მზერის დანახვა.

-აპირებ კითხვაზე პასუხის გაცემას?-მოთმინება დაკარგულმა ვკითხე იმ იმედით, რომ ახლა მაინც მომაქცევდა ყურადღებას. ძალიან შევცდი.

წესით უნდა შევეშინებინე შონის მოულოდნელ გამოჩენას ჩემს ოთახში, უფრო სწორად შემოპარვას. რეალურად არც არაფერს ვგრძნობდი, უხერხულობასაც კი. 

ნეტავ დიდი ხანია რაც აქ არის?

საერთოდ აქ რანაირად აღმოჩნდა. მემგონი ბიძაშვილ-მამიდაშვილს ფანჯარაში ძრომის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ.

-მე რომ მეთხოვა ჩემთან ერთად მთელი დღით წამოსვლა-მხოლოდ სახე მოატრიალა ჩემსკენ-წამომყვებოდი?

დამაბნია მისმა მოულოდნელმა კითხვამ. არც კი ვიცოდი რა უნდა მეპასუხა. ან საერთოდ რატომ დამისვა ასეთი კითხვა. გაუგებარია რის მინიშნებას ცდილობს შენთვის

-რა?-დაბნეულმა ამოვთქვი იმის იმედით, რომ უფრო გაამარტივებდა მის კითხვას, ან საერთოდ პირდაპირ მეტყოდა რისი თქმაც უნდოდა

-რატომ დადიხარ იმ ტიპთან ერთად? უკვე მერამდენედ-საკმაოდ დაბალი ხმით საუბრობდა.დაბნეულობა ერია მის ხმაში მართალია ეს არ ყოფილა ძალიან შესამჩნევი, სამაგიეროდ მისახვედრი იყო მისი მიმიკების წყალობით.

-შონ! მართლა ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ-საერთოდ რა უნდა აქ? რა უნდა ჩემგან? ვაპირებდი კითხვების დასმას და მათზე პასუხის დაჟინებით მოთხოვნას იმის იმიუხედავად, რომ თითქმის დარწმუნებული ვიყავი არც ერთ მათგანს არ ჩათვლიდა საჭიროდ პასუხი გაეცა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now