perfectly wrong

382 39 36
                                    

ყოველ საათს, ყოველ წუთს, ყოველ წამს, თავში მიტრიალებდა შონის სიტყვები. იმდენად ვიყავი იმედგადაწურული თავდაპირველად ვერც კი გავიაზრე რაც მითხრა. რამოდენიმე წამი დამჭირდა, რომ ბოლომდე ჩავწვდომოდი მის სიტყვებს და ახლა ვეღარც კი ვახერხებ სხვა რამეზე კონცენტრირებას.

ვიცოდი, ეს ამაღელვებელი მომენტი იქნებოდა, თუკი ოდესმე გამომიტყდებოდა სიყვარულში, მაგრამ ჩემი ფიქრები რეალურ განცდებთან შედარებით არაფერი ყოფილა. საერთოდ არაფერი.

ღამით ჩამოვედით ტორონტოდან. შონმა პირდაპირ მომიყვანა სახლში და მალევე წავიდა მამიდას თხოვნის უხედავად დარჩენილიყო ცოტა ხნით. მას შემდეგ რამოდენიმე საათი გავიდა მე კი კვლავ უაზროდ ვაჩერდები ჭერს და მასზე ვფიქრობ. ძილი ოდნავადაც არ მომკარებია ალბათ ზედმეტი ბედნიერების გამო? მნიშვნელობა სულაც არ აქვს. დიდი სიამოვნებით გავათევ რამდენჯერმე ღამეს ოღონს ის წუთები, როცა შონის გვერდით ვიჯექი და მისგან სიტყვა ,,მიყვარხარს" ვისმენდი კიდევ განმეორებულიყო.

დაახლოებით დილის რვა საათი იქნებოდა ვეღარ გავძელი საწოლში, თანაც ასე უმოქმედოდ. ჩავიცვი და ისე, რომ მამიდასთვისაც კი არ მითქვამს შონის სახლისკენ გავემართე. გზა არც ისე დიდია ჩვენს შორის. ფეხით 15 წუთი ვუნდები იქამდე მისვლას.

ჰამილტონში თოვლი თითქმის დნება. ამის გამო ყველგან ჭყაპენია, შეუძლებელია გადასდგილება ერთი ადგილიდან მეორეში ისე, რომ არ გატალახიანდე. სხვათაშორის ეს ფაქტი სულ არ მადარდებდა, თანაც მე, რომელიც თითქმის სირბილით მივდიოდი შონის სახლამდე ოღონდ ის მალე მენახა.

მეგონა დილაუთენია ეძინებოდა, მაგრამ შევცდი. კარი ღია იყო, შევედი თუ არა ხმა მომესმა მისი მუსიკალური ოთახიდან. როიალის და შონის ხმაც. რაღაცას მღეროდა ისეთს, რომელიც აქამდე არასოდეს გამეგონა. მისი ხმა იდეალური იყო. ხრიწიანი და ამავდროულად ძალიან ნაზი. დამეფიცება შემეძლო ვმდგარიყავი და მომესმინა მისი სიმღერა მთელი საუკუნე.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now