კეტრინი

1K 62 2
                                    

წვიმდა, მთელი ღამე გაუჩერებლად აწვიმდა ჰამლინტონის ქუჩებს, წვიმის წვეთებმა, რომლებიც საშინელი ხმით ასკდებოდა სახლის სახურავს და ფანჯრებს მთელი ღამე არ მომცა დაძინების საშუალება. მხოლოდ დილით შევძელი ნორმალურად ძილი, როცა 6 საათზე წვიმამ გადაიღო. ცოტათი დათბა კიდეც, ისეთი გაუსაძლისი სიცივე აღარაა როგორც გუშინ, ნიუ იორკში წვიმის შემდეგ ჰაერი საშინლად იხუთებოდა, ხანდახან ისეთი გაუსაძლისი სიცხე იქმნებოდა, სუნთქვას შეუძლებელს ხდიდა. აქ კი ძალიან სასიამოვნო სითბოს გარდა სხვას ვერაფერს ვგრძნობ.

ოჰ! როგორ არა, ბალახის სუნს, ახლად დანამული ბალახის მეტად სასიამოვნო სუნს. ეს სურნელი მთელს ოთახში ტრიალებს. ფარდები გაწეული იყო, ვიფიქრე რადგან წვიმის ხმა მაინც არ მაძინებდა იმას მაინც ვუყურებდი როგორ წვიმდა. მე არ ამოსულა, ღრუბლების დიდი მასა ამაში ხელს საგრძნობლად უშლიდა. მაგრამ ეს ჩიტებს არ აფერხებდა და ისინი გაუჩერებლად ჭიკჭიკებენ, მინდა ვთქვა ეს მომაბეზრებელიც კია. ვერასდროს ვერ გავუგებ იმ ხალხს, რომლებსაც შეულიათ გაუჩერებლად უგდონ ყური ფრინველების ჭიკჭიკს, ფოთლების შრიალს, წვიმის ხმას და ყველაზე გამაღიზიანებელი, ჭრიჭინების ჭრიჭინს. ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთხელ მაქვს მოსმენილი, მაშინ როცა მამამ სოფელში წამიყვანა თავის მეგობართან.

-აილინ-კარი შერიფის ფორმაში გამოწყობილმა შემოაღო-ჩემი წასვლის დროა, პირველივე დღეს ვერ დავიგვიანებ-არაფერი მიპასუხია ჯერ კარგად ვაკვირდებოდი მის უცნაურ ფორმას, აქამდე უფრალოდ პოლიციის ოფიცერი იყო ჩვეულებრივი ჯინსის შარვლით და მაისურით, ახლა კი შერიფია ყავისფერი უნიფორმით და ჩექმებით

-თავზე შერიფის ქუდს არ დაიფარებ?

-მართლა გგონია, რომ მაგ სულელურ ქმნილებას თავზე დავიდებ?-ჩაიცინა-მიყვარხარ ციცინათელავ

-მეც მიყვარხარ-ციცინათელა ის სახელია, რომელსაც მამა მთელი ცხოვრებაა მეძახის, ეს კი პატარაობიდან მიდის, როცა მას ქალაქიდან გავყავდი ხოლმე სალაშქროდ, მუდამ ისეთ ადგილს არჩევდა სადაც ციცინათელები ხშირი იყო. რამოდენიმეს ვიჭერდი, ქილაში ვათავსეფდი და სახლში მომყავდა, მიზეზს რომ მეკითხებოდა მუდამ ვეუბნები მინდა ჩემს გარშემო გამრავლდნენ და მუდამ ვუყუროთქო, მაშინ მხოლოდ რვა წლის ვიყავი. შემდეგ მათ ვხატავდი და ფოტოებს ოთახში ვაკრავდი.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now