-ჰარი-აკანკალებული ხმით ვთქვი-ყველაფერი რიგზეა?
მას არაფერი უპასუხია, კედელს იყო მიყრდნობილი და ღრმად, ძალიან ღრმად სუნთქავდა. მაშინვე მოვეგე გონს და ხელით კედელზე სინათლის ასანთების ძებნა დავიწყე. ვიპოვე თუარა მაშინვე ავწიე, ძალიან დაბალი ხმით დაიტკაცუნა. მზერა ისევ ჰარის მიმართულებით გადავიტანე და ახლაღა შევამჩნიე ის, რაც სიბნელეში ვერც კი შევნიშნე. სახე სისხლით ჰქონდა დასვრილი, სისხლი თეთრ მაისურზე ჰქონდა წვეთ წვეთებად ჩამოსული და მარჯვენა ხელიც წითლად ჰქონდა შეღებილი.
-აბა! აპირებ ჩემს შემოშვებას თუ არა?-შედარებით მკაცრი, თან მობეზრებული ტონით თქვა. სიტყვის უთქმელად გავეცალე კარს და საშუალება მივეცი ოთახში შემოსულიყო, არაფერი უთქვამს ისე შევიდა მისაღებ ოთახში და სანამ მე კარს დავხურავდი დივანზე ჩამოჯდომაც მოესწრო.
-დახმარების ყუთს მოვიტან-მაშინვე სამზარეულოში შევედი, მამიდა აქ ინახავს საჭირო ნივთებს, როგორც კი პატარა ზომის თეთრი ყუთი ვიპოვე წითელი ჯვრით მაშინვე ჰარისთან დავბრუნდი. უცნაური გამომეტყველებით იჯდა, უფრო სწორად ქვასავით იდო დივანზე. გაურკვეველი მიმართულებით იხედებოდა და ჰაერში რარაც ამოუცნობ წერტილს აშტერდებოდა.
დახმარების ყუთი როცა წინ დავუდე მაშინაც კი არ მოუშორებია მზერა წერტილისთვის. ისე რომ მისთვის არც მიკითხავს, ბამბა სპირტით დავასველე და სახესთან მივუტანე რომ გახეთქილი წარბის დამუშავება შემძლებოდა.
ბამბა რომ შევახე თვალები ოდნავ მოჭუტა და კბილები ერთმანეთს დააჭირა, მივხვდი, რომ სპირტით ჭრილობა აეწვებოდა და სული შევუბერე მისი ტკივილის ოდნავ შემსუბუქების მიზნით.
-შეიძლება გკითხო რა მოხდა?-ნელ ნელა შევაპარე, რომ ჩემი მოულოდნელი კითხვა თავხედური და უადგილო არ ყოფილიყო, თუმცა სიმართლე, რომ ვთქვა მას არც ჰქონდა გაპროტესტების უფლება იმის გათვალისწინებით, რომ სახლში დამადგა შუაღამე, ნაცემი, ისე რომ არაფერი უთქვამს
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!