გაპატიე

428 40 5
                                    

ჰარი იმდენად სწრაფად მართავდა მანქანას რამდენადაც შესასძელებელი იყო. არ სვამდა კითხვებს და არ ინტერესდებოდა ჩემი უეცარი ცვლილებით. თავადდაც დაძაბული იჯდა საჭესთან, მხრებში ოდნავ მოხრილი. ხელებს ისე ძლიერ უჭერდა საჭეს, რომ ამის გამო ვენებიც კი დაებერა მკლავებზე.

ჩემი გონება მხოლოდ ერთისკენ იყო მიმართული. დედაჩემი უნდა მენახა!

ჰარის სისწრაფის გამო ნახევარი საათიც არ დაგვჭირდა საავადმყოფოსთან მისასვლელად.

გიჟივით გავიქეცი მანქანიდან, კარიც კი ღია დავტოვე. შემდეგ ფოიეში შევვარდი, მედდაც კი დავაიგნორე, რომელსაც შევეჯახე და ხელში დაჭერილი საოპერაციო იარაღები დავაყრევინე. ამისთვის ბოდიშიც კი არ მომიხდია.

არც მიმღების მორიგესთვის მიმიქცევია ყურადღება, რომელმაც მომაძახა საით გაგიწევიაო. მე ხომ ვიცოდი სადაც იყო დედაჩემის პალატა.

სიჩქარეში ისიც კი დამავიწყდა, რომ ჰოსპიტალს ჰქონდა ლიფტი, რომლის გამოყენებისას იმაზე ნაკლებ დროს დავხარჯავდი ვიდრე კიბეზე სირბილის დროს. თუმცა არც ამ შემთხვევაში გამიფლანგავს დიდი დრო.

სამი სართული ისე ავირბინე ვითომც არაფერი.

სირბილისას ჰარის ხმა მესმოდა, რომელიც ან მეკითხებოდა სად მივდიოდი ან გაჰყვიროდა დავლოდებოდი.

მივუახლოვდი 32-ე ოთახს. აღარ მქონდა ის შიშის გრძნობა, რომელმაც პირველი ვიზიტის დროს კარის სახელურის ჩამოწევაშიც კი ხელი შემიშალა.

თამამად შევაბიჯე ოთახში, სადაც მხოლოდ ერთი ექიმი იდგა სუნთქვის აპარატთან. გაკვირვებულმა შემომხედა და ოტხკუთხედი სათვალე საჩვენებელი თითით გაისწორა.

-თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება-მკაცრად წარმოთქვა და სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, რათა გავეყვანე პალატიდან

-სულ რამოდენიმე წამი! რამოდენიმე-მუდარის თვალებით შევხედე, თუმცა ჩანდა არ აპირებდა ჩემს აქ დატოვებას.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now