-ჰარი ვაგვიანებთ-ბოლო ხმაზე ვუყვირი ჰარის და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად შევაგროვო ჩემი ნივთები. ის მხოლოდ მომღიმარი სახით დგას სარკის წინ, რა ერთი ხანია ცდილობს ჰალსტუცის შეკვრას რაც საშინლად გამოსდის. ბოლოს თავადაც იღლება ამდენი წვალებით და საცოდავი სახით მოდის ჩემთან.
-ხომ იცი ეს არ გამომდის-ჰალსტუხს მაწოდებს, მსუბუქი ღიმილით ვართმევ მას და ყელზე ვახვევ. ჰარი თავს ზემოთ წევს და საშუალებას მაძლევს უკეთ მოვარგო. დიდი დრო არ მჭირდება, წამებში ვუკრავ და თავად ვუსწორებ.
-იდეალურია. ახლა წამოდი! გვაგვიანდება-კიდევ ერთხელ მკაცრად ვუმეორებ
-მორჩი ქოთქოთს! ნახევარი საათი გვაქვს, თანაც მთავარი ფიგურის გარეშე ღონისძიებას არავინ დაიწყებს-თვალი ჩამიკრა და ტანზე შავი ფერის პიჯაკი მოირგო. თავის მოწესრიგებას რომ მორჩა კარიდან გამომძახა მზად ვიყავი თუ არა წასასვლელად. სასწრაფოდ გავვარდი მისაღები ოთახიდან, პარალელურად ვამოწმებდი ყველა საჭირო ნივთი მქონდა თუ არა.
-როგორ გამოვიყურები?-ვკითხე და ჩემი თავი სარკეში უკანასკნელად შევათვალიერე
-ჩემსავით კარგად არა, თუმცა არა გიშავს-საწყლად აიჩეჩა მხრები, ხელი მხარზე ფაქიზად გავკარი და როგორც იქნა გავაღწიე სახლიდან.
ჰარის მანქანა გარეთ იდგა მძღოლთან ერთად, რომელმაც ღიმილით დაგვიკრა თავი ჩვენი დანახვისას. თავად სურდა კარის გაღება, მაგრამ ჰარიმ შეაჩერა და ეს საქმე თავად იკისრა.
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მივატოვე ჰამილტონი. სრულებითაც დავივიწყებდი იქაურობას რომ არა მამა და ოლივია, რომლებიც ყოველ თვე ელოდებიან როდის ჩავალ მათ სანახავად. თეორიულად მათ გარდა აღარც აღარავინ მყავს ვის გამოც ღირს უკან დაბრუნება. კეტრინი ტორონტოში გადავიდა ოჯახთან ერთად, მიზეზი მისი კოლეჯი და მამამისის ბიზნესის განვითარება გახლდათ. მისი თქმით უკეთესი პერსპექტივა ჰქონდა დიდ ქალაქში დიდი ბიზნესი იმართება. სხვათაშორის დომინიკიც მას გაჰყვა,ახლა ისინი მშობლებისგან განცალკევებით ცხოვრობენ და დროს მთლიანად ერთად ატარებენ.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!