-შეიძლება შემოგიერთდეთ-ჰარი ღიმილიანი სახით ამბობს რა დროსაც პარკის გრძელ სკამზე ჯდება. ვამჩნევ როგორ იძაბება დომინიკი მის დანახვაზე. ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს, ამის გამო საქანელადან ფეხსაც კი არ იძვრის
-სტაილს აქ რა გინდა?-უჩვეულოდ მშვიდი ხმი ეკითხება. ჰარი ამაზე თვალებს ატრიალებს
-შენგან არც არაფერი, მაგრამ მასთან სასაუბრო მაქვს-თავით ჩემზე ანიშნებს, მე ხომ გამიკვირდა და თქვენ დომინიკი უნდა გენახათ, თვალებშიც კი, რომელიც წამსვე მომაშტერა გაოცება ეწერა.
რამოდენიმე წამის შემდეგ ჰარის გახედა ამჯერად უკვე გაბრაზებულმა
გამიკვირდა როცა არაფერი თქვა. ჰარიზე იყო მიშტერებული მკვლელი თვალებით, ისევე, როგორც თავად ჰარი. მეკი ხან ერთს ვუყურებდი ხან მეორეს. არადა არცერთი იძვროდა ადგილიდან, გეგონება თვალების ენა იპოვეს და ახლა თავისთვის საუბრობენო.
საბედნიეროდ მალევე მოეგო დომინიკი გონს. გიჟივით წამოხტა საქანელადან, წინანდელი მზერა, რომელსაც ჰარის აბყრობდა კვლავ შეეცვალა როცა მე შემომხედა
-აილინ წავიდეთ-მუდარის თვალებით შემომყურებს, თან ხელს მიწვდის რომ წამოდგომაში მომეხმაროს. ნათელია ჰარის ეს სულაც არ სიამოვნებს. ბრაზდება.
-ვისაც წასვლა უნდა წავიდეს-მკაცრად ამბობს. მზერა მისი ხელისკენ გადამაქვს, რომელსაც სკამის დასაჯდომს უჭერს. ალბათ სიბრაზის გადასატანად-აილინი ბავშვი არაა რომ უთხრა როდის წამოვიდეს და როდის დარჩეს-მის ამ სიტყვებს მხოლოდ ქერას ხვნეშა მოჰყვება. მარტივად აიგნორებს ჰარის სიტყვებს, მეტიც არც კი შეუხედავს მისთვის, თითქოს საერთოდ ვერ გაიგო რა თქვაო
-აილინ-კვლავ იმეორებს ჩემს სახელს, თან ხელს ჩემთან უფრო მეტად ახლოს იშვერს წარბების აწევით
-აილინ უნდა დაგელაპარაკო-ახლა ჰარი მაჩერდება ანალოგიური მზერით
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Любовные романы-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!