კაკუნი სამოთხის კარზე

494 45 21
                                    

ის ღამე ფანჯრის რაფაზე მჯდომმა გავატარე. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდი, ოდესღაც ვარსკვლავებს მხოლოდ იმიტომ ვუყურებდი, რომ მათთვის დედის დაბრუნება მეთხოვა. მწამდა, რომ მილიონი ვარსკვლავიდან ერთი მაინც დამიგდებდა ყურს, თითქოს სულიერი არსებები, რომლებსაც შესწევდათ ძალა შეესრულებინათ ჩემი სურვილები.

არაერთხელ ჩავრთე მობილური, მინდოდა შონისთვის მიმეწერა, რომ გადავიფიქრე, მეთქვა, რომ მინდოდა დედაჩემის ნახვა. ყოველ ჯერზე რაღაც უხილავი ძალა მაჩერებდა, ჩემი შინაგანი მე კი მეუბნებოდა ეს ამად არ ღირსო.

მილიონჯერ დავაიგნორე კეტრინის ზარები და ესემესები, რომლებიც გაუჩერებლად მოდიოდა. ამის გამო შეიძლება მომკლას, უბრალოდ ახლა არ მაქვს ამის თავი.

ასეა თუ ისე ღამე ისე გავიდა არც ერთი მესიჯი არ გამიგზავნია მისთვის. ვერ მოვერიე საკუთარ თავს და ვერ ჩამოვყალიბდი მინდოდა თუ არა მომაკვდავი ადამიანის უკანასკნელად ნახვა. ორი მხარე იყო, ერთ მხარეს იდგა ის ბავშვი, რომელსაც მთელი არსებით სძულდა საკუთარი დედა, რომელსაც მისი ნახვაც კი ზიზღს მოჰგვრიდა გულში და მასში ბოროტების გრძნობას გამოიწვევდა.

მეორე მხარეს კი ის იყო, რომელსაც უნდოდა მომაკვდავი ქალისგან გაეგო ის, რაც წლების მანძილზე აინტერესებდა, რატომ გაუკეთა მას ეს. ეს უკანასკნელი არ დააკმაყოფილა ისტორიამ, რომელიც მამამისისგან გაიგო, რაღაც მეტი ეწადა.

მე კი საბოლოოდ ვერც ერთისკენ გადავიხარე, თითქოს ამით საკუთარ ღირსებას შევურაცხყოფდი და მას თავადვე ვთელავდი.

და როცა უკვე მეგონა, რომ საბოლოოდ შევჩერდი ერთ აზრზე მოუსვენარმა ნაწილმა ჩემს შიგნით კვლავ იჩინა თავი. ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება იყო. მიმეწერა შონისთვის და მეთხოვა წავეყვანე მასთან.

იმ ნომერზე, რომლითაც თავად მომწერა წინა დღეს ტექსტური შეტყობინება გავგზავნე ,,ვნახავ მას! უკანასკნელად!" მხოლოდ ამის შემდეგ შევძვერი საკუთარ საწოლში და საშუალება მივეცი სხეულს მთლიანად მოდუნებულიყო.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now