მორიგი კვირაც სწრაფად გავიდა, უკვე 10 ოქტომბერია და საშინლად აცივდა. ღამით ყინვებიც კი დაიწყო. ოლივიას თქმით კარგ ამინდებს აღარც უნდა ველოდოთ, აპრილამდე გაუსაძლისი ყინვები იქნება.
მომიწია ჩემი თხელი მაისურები საგულდაგულოდ შემენახა და გარდერობში მათი ადგილი თბილი სვიტრებით შემევსო. კეტრინი ამის გამო დამცინოდა კიდეც. ის მიჩვეულია ასეთ სიცივეს, მე კი მაკანკალებს და ამის გამოსუნთქვა მიძნელდება. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ თავს გავუფრთხილდე. მან მითხრა, რომ სიცივეს სწრაფად შევეჩვევი და ეს აღარაფერი იქნება. სიეტლშიც ციოდა, თუმცა არა ასე გაუსაძლისად. ნოემბრის შუა რიცხვებამდე მოკლემკლავიან მაისურებს ვხმარობდი. აქ კი მომიწია მათზე უარი მეთქვა გაზაფხულამდე.
ამ პერდიოდში ბევრიც არაფერი შეცვლილა, იმ დღის შემდეგ ჰარისთვის თვალიც კი არ მომიკრავს, ამან მაიძულა დამევიწყებინა ის უცნაური ღამე, მაგრამ შიგადაშიგ მაინც მახსენდებოდა და ინტერესი მკლავდა გამეგო.
ამას რომ თავი დავანებოთ მამამ საბოლოოდ გამაფრთხილა, რომ თავი უნდა დამენებებინა სამსახურზე და მუშაობაზე ფიქრისთვის. რა მხრიდან არ მივუდექი, როგორ არ ვცადე, მაგრამ ერთი ვერდიქტი გამოიტანა და მორჩა! ამის იქით აღარსად წავა.
რაღაც მხრივ მართალიცაა, ქალაქს კარგად არ ვიცნობ. არ ვიცი წესიერად ის როგორია. იმის გათვალისწინებით, რომ ის გამუდმებით გვიან მოდის სამსახურიდან და მეც უკვე მოვასწარი ქალაქში რამოდენიმე არასასიამოვნო ფაქტის ნახვა დარწმუნებული აღარ ვარ ღირს თუ არა სამსახურისთვის სიარული.
თუმცა რაღაც მაინც მიბიძგებს. დავფიქრდი ტრევორის სიტყვებზე და ხელოვნების ინსტიტუტი ისაა, რაც რეალურად მინდა. ჯერ არაფერი ვიცი გადაჭრით, ვერ შევჯერდი რა მომავალი მექნება. თითქმის ორი წელია ვგეგმავ ჩემს მომავალს, კოლეჯში წავალ, ფსიქოლოგიას ვისწავლი, რა ვიცი იქნებ მომავალში საკუთარი ცენტრიც გამეხსნა, მაგრამ ხელოვნების მასწავლებლის ასეთი უცნაური საუბარი კვლავ მიტრიალებს გონებაში და მახსენებს, რომ ჩემთვის ხელოვნება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და მას უნდა მივყოლოდი.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Любовные романы-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!