ზოგჯერ ვფიქრობთ, რომ საკუთარი თავიმხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და მისი კონტროლი თავად შეგვიძლია შეგვიძლია. ზოგჯერ გვგონია, რომ მარტივად შევძლებთ ჩვენივე ქმედების წინასწარ განსაზღვრას და იმ შემთხვევაში თუ საქმე ცუდად წავიდა და მასზე პასუხის გებას. წინასწარ ვცდილობთ მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვას, მათ სწორად შეფასებას და ყველა ჭრილიდან შეხედვას. თუმცა დგება მომენტი, როცა ვუშვებთ ხელიდან მართვის სადავეებს, ეს არ ხდება შეგნებულად და გააზრებულად, ეს არის წამიერი სისუსტე, რომელიც ადამიანს პარალიზებულს ხდის, ამ დროს ჩვენი წინასწარი ნაბიჯები და გეგმები ისეთივე უსარგებლოა, როგორც როლიკები ბორბლების გარეშე.
საავადმყოფოდან ისე გამოვედით ვერც კი შევამჩნიე. არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება, ისე ვიქცეოდი როგორც ზომბი, რომელიც მხოლოდ დადის არაფრისმთქმელი სახით და გაუაზრებლად.
ჯერ კიდევ ვცდილობ გადავხარშო და გავიაზრო ალისიას ნათქვამი, მისი უკანასკნელად ხილვის მომენტი. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ შოკიდან. ვატყობ როგორ მძულდება საკუთარი თავი ჩემი საშინელი საქციელის გამო, იმ სიტყვების გამო, რომელიც გაუაზრებლად ვისროლე მომაკვდავი ადამიანის მიმართ. ასეთი არ ვყოფილვარ და ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ტკივილი და ზიზღის გრძნობა ამდენად დამიპყრობდა და წყეულ მონსტრად მაქცევდა, გონებას დამაკარგვინებდა და ასე სიძულვილით მაიძულებდა საუბარს.
სწორედ ეს მტკიოდა ყველაზე მეტად. იყო მომენტი, როცა დავკარგე საკუთარი თავი და ეს ვინანე, იმ წამსვე ვინანე, თუმცაღა უკვე გვიანი იყო.
ვერც კი ავღწერ როგორი არეულობაა ახლა ჩემს თავშ, ყველანაირმა ფიქრმა, რომელიც აქამდე გვერდით მქონდა გადადებული ახლა დაიწყო გამოჩენა. მგონია, რომ ტვინში ერთი გიგანტური ქარბორბალა მიტრიალებს.
ერთი დღისთვის უკვე საკმარისი გამოვიარე, სულ რაღაც ერთ საათში გავიგე, რომ ჩემი და დაიღუპა, რამდენიმე წუთი მომაკვდავ დედასთან გავატარე და საკუთარი თავის ბოროტი მხარე წარმოვაჩინე.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!