დროა მითხრა!

488 45 5
                                    

მთელი გზა ხმა არ ამომიღია მემოსგან განსხვავებით, რომელიც გამუდმებით რაღაცაზე ხუმრობდა და ცდილობდაჩემი ხასიათის გამოკეთებას. რა თქმა უნდა შეამჩნია ჩემი განწყობა, თუმცა არც ერთი ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს, მგონი მიხვდა კიდევაც, რომ ჩემი მთის სახლიდან წამოსვლის მიზეზი წამლები არ ყოფილა. არც ამაზე უთქვამს რაიმე. უბრალოდ წასვლის წინ დამიბარა, თუკი რამე დამჭირდება მას მივმართო.

-ასე მალე რატომ დაბრუნდი?-ოლივია გაკვირვებული ჩანდა ჩემი ასე სწრაფად დაბრუნებით, იმის გათვალისწინებით, რომ იქ მხოლოდ ერთი დღე ვიყავი.

-ძალიან მაღალი ადგილი იყო და მგონი ჰავამ ცუდად იმოქმედა

-ანალიზები აიღე, შეიძლება დაბალი ჰემოგლობინი გაქვს მაღლა ჰაერმა ამიტომ გაწყინა-თქვა და თავისი თეთრი ფინჯანით ყავა მოსვა. მხრები ავიჩეჩე და სწრაფადვე გამოვეცალე.

ხანდახან პრობლემები არსაიდან ჩნდება.

ზოგჯერ პრობლემებს ადამიანი თავად იქმნის.

ზოგჯერ კი სხვა უქმნის.

შეიძლება არ უნდა გავბრაზებულიყავი შონზე, რომელსაც გულში ჩემი დახმარებს სურვილი ედო. ალბათ ასე უხეშად არ უნდა მოვქცეოდი, ზედმეტია საუბარი ჩემს სიგიჟეებზე, მაგრამ იმ დღიდან, როცა ნორმალურად აზროვნება დავიწყე მივხვდი, თუკი რაიმე მტანჯავდა, თუკი ორგანიზმთან პრობლემა მქონდა, თუ არ ვიყავი ისეთი როგორიც უნდა ვყოფილიყავი ეს დედაჩემის დამსახურება იყო.

ახლა უბრალოდ წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილას, წარმოიდგინეთ, რომ გძულთ ადამიანი, რომელმაც თქვენს ცხოვრებას დაღი დაასვა, მიგაგდოთ, დაგივიწყათ.. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ვინმე თქვენმა ნაცნობმა ის იპოვა, მისი მდგომარეობაც გაიგო და ეს არც კი დაუმალავს.

არ ვიცი ვინ როგორ მოიქცეოდა ჩემს სიტუაციაში, მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ დედად წოდებული ადამიანი წარსულის იმ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც აუცილებლად უკან უნდა მოვიტოვო, სანამ ჩემი ნაწილი არ გახდება და იმაზე მეტად არ დამიმძიმებს ცხოვრებას ვიდრე ახლაა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now