რა არის ხელოვნება?...აილინ

826 66 0
                                    

ასეა თუ ისე პირველი კვირა ახალ ქალაქში მალე გავიდა კეტრინთან და ალექსთან ერთად. მათი დაჟინებული თხოვნით მდინარეზეც კი ვიყავით, პარკში და მათ საყვარელ კაფეში სადაც სამყაროში ყველაზე გემრიელი მილკშეიკი დავაგემოვნე. არ ვიცი რა იყო მასში ასეთი განსაკუთრებული და გემრიელი, მაგრამ ფაქტია სიეტლის არც ერთ კაფეში, მათ შორის ყველაზე პრესტიჟულშიც არ ყოფილა ასეთი არომატული შეიკები. სხვათაშორის ამავე კაფეში შევამჩნიე ვაკანსია მიმტანის თანამდებობაზე. მამას ჯერ კიდევ არ უთქვამს პასუხი შემეძლო თუ არა მუშაობის დაწყება, მეც არ დამიძალებია სწრაფად გადაეწყვიტა ეს საქმე. ვიცი, ვერ იტანს როცა რაღაცას აძალებენ და სიტუაციის სწრაფად გადაწყვეტას სთხოვენ.

მაგრამ თავად ის ადამიანი, რომელსაც ის ადგილი ეკუთვნოდა და ამავდროულად თავად მუშაობდა მიმტანად ძალიან სასიამოვნო პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჩვენი იქ ყოფნის მანძილზე გამუდმებით იღიმოდა. კეტრინს და ალექსსაც კარგად სცნობდა, როგორც კი იქ ფეხი შევდგით უკვე დაიწყო მათთვის ჰამბურგერების დამზადება და როცა მეც დამინახა მათთან უფასოდაც გამიმასპინძლდა. კეტრინმა ჩუმად ჩამჩურჩულა, რომ მათ გამუდმებით საფასურის ნახევარს ართმევს ნაცნობობის ამბავში.

მისი დაჟინებული თხოვნით დღეს საღამოს მასთან ვრჩები, მოპირდაპირე სახლში კი ცხოვრობს მაგრამ დღეს მისი ძმა ბრუნდება ქალაქში, სურს გამაცნოს და მთელი ღამე ფილმების ყურებას მოვანდომოთ. თავადვე დაელაპარაკა მამიდას ამ საკითხზე, მას კი წინააღმდეგობაც არ გაუწევია პირიქით, უზომოდ გაეხარდა როცა დარწმუნდა, ერთი ძალიან კარგი მეგობარი უკვე მყავდა ქალაქში.

უკვე შებინდებული იყო როცა ჰორანების სახლის წინ ხმაური ატყდა, ფანჯრიდან რომ გავიხედე შევამჩნიე როგორ გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი მანქანიდან, მალევე კეტრინიც გამოჩნდა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით შეაფრინდა მას. მივხვდი, რომ სწორედ ის იყო ნაილი. ნახევარ საათში მომწერა, რომ მასთან სასწრაფოდ მივსულიყავი თან რაიმე სასმელი გამეყოლებინა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now