შუაღამით სახლში ისე შევიპარე არავის გაუგია. კარგია, რომ ფანჯრიდან გაპარვის წინ გასაღები თან გავიყოლე.
შონი იქამდე ქუჩაში, სანამ არ დარწმუნდა, რომ უკვე ჩემს ოთახში ვიყავი. მხოლოდ მაშინ აამუშავა ძრავი, როცა ფანჯრიდან ხელი დავუქნიე გამომშვიდობების ნიშნად.
რა ვთქვა...არ ველოდი მოვლენების ასე განვითარებას, განსაკუთრებით ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. ეს სასიამოვნო და ამაღელვებელი სიტუაციაა, რომლის გამოც მუცელში პეპლები ფარფატს არ წყვეტენ. თანაც ისე მშვიდად და ჰაეროვნად დაფრინავენ...
მინდა ვიფიქრო იმაზე, თუ როგორ განვითარდება დღევანდელის შემდეგ მოვლენები, თავში აზრად არაფერი მომდის. ანუ შეიძლება ვიყოთ მე და შონი როგორც... როგორც წყვილი, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა მისი დამოკიდებულება ელეონორას მიმართ მაშინებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვა მაფორიაქებს. რთული შესამჩნევი არაა შონის გრძობები გარდაცვლილი შეყვარებულის მიმართ. მას ის უყვარდა იმდენად ძლიერად, რომ მის გამო უარი თქვა მამაზე, ჰარიზე, ოჯახზე...მგონია, რომ ეს გრძნობა კვლავაცაა მის გულში, შეიძლება იყოს მიძინებული, ან ამჟამად უმოქმედო, მაგრამ როდესაც დრო მოვა ის კვლავ იჩენს თავს, ჩვენს შორის ჩადგება...
საერთოდ არც კი ვარ დარწმუნებლი ღირს თუ არა სიტყვა ,,ჩვენს" გამოყენება. ვარსებობთ კი? მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი ბევრი რამ შონის და ელეონორას შესახებ მაინც ვშიშობ იმაზე, რომ შონისთვის კვლავ რიგითი ადამიანი გავხდები, რადგან ელეონორას ჩრდილი გამუდმებით უკან გამოყვება და შეახსენებს მივიწყებულ გრძნობებს.
საერთოდ რატომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე ახლა, როცა რაღაც პატარა შემთხვევა გვქონდა. ჩვენი საუბარი გაურკვევლად დასრულდა.
თუმცა ამ გაურკვევლობის ფონზეც ზუსტად ვიცი, რომ მინდა შონი ჩემს გვერდით. დიდი დრო დამჭირდა ამის მისახვედრათ და გასაანალიზებლად, მაგრამ მთავარი ხომ ისაა რასაც ახლა ვგრძნობ?
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romansa-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!