მორიგი ერთი კვირა და უკვე ოფიციალურად გადავედით ზამთრის ფუნქციზე. დეკემბრის პირველი კვირაა, საშინლად ცივა, ამინდები მაქსიმალურად არასახარბიელოა, წვიმა, წვიმა და ისევ წვიმა.
თუ მამიდას დავუჯერებთ მომდევნო კვირას თოვლსაც უნდა ველოდოთ. მისივე თქმით ჰამილტონშ თოვლი იმაზე ადრე მოდის ვიდრე სხვა დანარჩენ ქალაქში. თუმცა ბუზღუნით ამატებს, რომ ამ გლობალური დათბობის გადამკიდე იმედი არ აქვს წელს თოვლს თუ იხილავს. ამ ბოლო დროს საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოხატა კლიმატის ცვილებასთან დაკავშირებული ამბების მიმართ.
ბოლო რამდენიმე დღეში შონი აღარ მინახავს. თითქოს გაქრა, არც კეტრინთან ყოფილა, არც ნაილთან ერთად დამინახავს. შარლოტას ვერ ვკითხე, იმ დღის შემდეგ ისედაც თვალებს მიბრიალებს. უბრალოდ მინდოდა მენახა და მეკითხა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა იმ დღის შემდეგ.
აზრი არ ჰქონდა მისთვის მობილურზზე მიწერას, ორჯერ დამაიგნორა. აღარც ჰარი მინახავს, გაბრაზებული გავარდა სახლიდან და აღარ გამოჩენილა. რაღაც სჭირს ამ ხალხს. ექსპერტები არიან გაქრობა-გაჩენის საკითხში.
-შენ ისევ არ მისმენ?-კეტრინმა თითები ცხვირწინ ამიფრიალა მას შემდეგ რაც გააცნობიერა, რომ მისი არცც ერთი სიტყვა არ გამიგია. უკვე საკმაოდ დიდი ხანია საუბრობს, მას შემდეგ რაც ჩვენი ქუჩიდან 10 წუთის სავალზე მდებარე კაფეს გამოვცდით
-მაპატიე, რაღაცაზე ჩავფიქრდი
-რა რაღაცა იყო ასეთი მთელი გზა რომ ფიქრობდი?-ეჭვის თვალით შემომხედა და წინ ამესვეტა გადაჯვარედინებული
-ახლა ამაზე საუბარი არ მინდა კეტ-საწყლად ვუთხარი იმ იმედით, რომ ზედმეტ კითხვებს არ დასვამდა, თუმცა კეტრინი რისი კეტრინია ყველაფერს რომ არ ჩაუღრმავდეს
-შენ არასდროს გინდა საუბარი, თუმცა ამას გამუდმებით აკეთებ ალექსთან ერთად
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!