ზღვარი ჩვენს შორის

446 41 11
                                    

ბოლო ერთ თვეში შონი აღარ მინახავს. მან თქვა, რომ აღარ უნდოდა ჩემთან ურთიერთობა და აასრულა კიდეც თავისი სიტყვა. თვალიც კი არ მომიკრავს მისთვის. არ გამოჩენიმა კეტრინთან, არც შემთხვევით ქუჩაში გადამყრია. ისე ჩანდა თითქოს საერთოდ გაქრა და ბოლოს უკვე ხელიც ჩავიქნიე მასზე

სამაგიეროდ ჰარისთან დავახლოვდი. შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ რატომ უნდა დამეკარგა ჰარი იმის გამო, ვინც გამომიცხადა შენი ნახვაც არ მინდაო. თან ის კარგ მეგობრობას მიწევს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ასაკს შორის 8 წლიან სხვაობას.

რამოდენიმე ადგილას ვიყავით ერთად. კაფე კორნერში, ჩვენი ქუჩის კუთხეში დგას. ჩანჩქერთან, დაიჟინა უნდა ნახოო, გაყინული იყო, მაგრამ მაინც ლამაზი. აღმოვაჩინე, რომ ჰამილტონი არც ისეთი მომაბზერებელი ქალაქი ყოფილა. იმაზე საინტერესოა ვიდრე ჩანს.

გუშინ კეტრინს დავპირდი ნაძვის ხის მორთვაში დაგეხმარებითქო. უნდა ნახოთ როგორი აჟიტირებულია. დილით მილიონი შეტყობინება გამომიგზავნა გადმოდი და მომეხმარეო, არ დაგავიწყდესო და ა.შ.

ასეც მოვიქეცი, შებინდებისას გავუარე, მასთან როგორც კი მივედი სარდაფიდან უკვე ამოტანილი ჰქონდა სათამაშოების ყუთები. ნაძვის ხის ტოტების გაუშლია და ახლა მხოლოდ სათამაშოების დაკიდვა და ნათურების შემოხვევა დარჩა.

უცნაური ისაა, რომ სახლში ნაძვის ხის დადგმის სურვილი არ მქონია, ეს პასუხისმგებლობა მამამ და ოლივიამ იკისრეს. თან წუწუნებდნენ ჩემს სიუჟმურეზე. რატომ უნდა შემეწუხებინა თავი მისი მორთვით მაინც ასაღები არაა?

-ესეიგი ლურჯი სათამაშოები ერთად არ მოაქციო, ეცადე ფერები შეურიო, ერთად ბევრი არ დაკიდო და შენი ნახატი მაჩუქე-კეტრინმა სწრაფად მიაყარა და ყუთიდან ორი სათამაშო ამოიღო დასაკიდად. ყველა წესი გავიგე, მაგრამ ეს ნახატის ჩუქება რაღაც ახალია.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now