სადღაც შორს...

446 48 27
                                    

-მოყევი ყველაფერი! დეტალურად!-კეტრინის მკაცრ გამომეტყველებას ვაიგნორებ და ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო ჩემს წინ დაწყობილ მათემატიკის დავალებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზამთრის არდადეგებია არ ვაპირებ სამეცადინო ბოლო დღეებისთვის დავიტოვო.

-კეტრინ!-თვალებს ვუბრიალებ. ვცდილობ ავიცილო მისი მკაცრი მზერა, რომელიც დაჟინებით მთხოვს მოვუყვე თითოეული დეტალი ჩემი და შონის ურთიერთობიდან. მოსაყოლი ბევრი არაფერია, ბევრი კიარა თითქმის არაფერია, მაგრამ კეტრინი რის კეტრინია ყველა დეტალი მაქსიმალური სიზუსტით თუ არ გაიგო.

კიდევ ერთხელ შემომხედა მკვლელის თვალებით. საბოლოოდ დავნებდი. სწრაფად მივაწყვე გვერდით საშინაო დავალება და საწოლზე გადავწექი.

-ხომ გეუბნები? მოსაყოლი არაფერია! უბრალოდ მასთან დავრჩი წუხელ საღამოს.

-აი ზუსტად ეგ მაინტერესებს! აბა როგორი იყო?-წარბები ეშმაკურად აათამაშა. მივხვდი საითაც მიჰყავს მთელი ეს საუბარი და თურმე რისი გაგება სდომებია. დენდარტყმულივით წამოვხტი საწოლიდან და მკაცრი მზერით შევხედე.

-არაფერი გვქონია ჩვენ..ჩვენ მხოლოდ ერთად გვეძინა! არანაირი სექსუალური კავშირი-უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა.

ცოტა ხნის წინ კეტრინს ვკითხე ჰანაზე. მანაც როგორც ყოვლისმცოდნენ არაერთი ფაქტი მომიყვა მასზე. შონზე ერთი წლითაა პატარა, ლონდონის უნივერსიტეტში სწავლობს უკვე ორი წელია. აღმოჩნდა, რომ ჰარის დედასთან რჩება მთელი ეს პერიოდი.

არც კეტრინს გახარებია მისი აქ ჩამოსვლის ამბავი მსგავსად შონისა. თუ კეტს დავუჯერებ ნამდვილი ძუკნა და არანორმალურია. საკმაოდ დიდი ხანი ისაუბრა მასზე და არც ერთხელ უთქვამს კარგი რამ მის შესახებ, თუნდაც უმნიშვნელო.

ერთი შეხედვით არ ტოვებს ცუდი ადამიანის შთაბეჭდილებას. პოზიტიურია, მხიარული და ენერგიული. მაგრამ მე ნუ დამიჯერებთ! ადამიანის ამოცნობაში ჩემი შესაძლებლობები ქვესკნელამდე დაბალია.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now