როგორც კი ეს თქვა მაშინვე ნერვიულად შეიცურა თმაში ხელი და შევამჩნიე, ის ძლიერად მოქაჩა. კეტრინსაც მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება, რამაც დამარწმუნა, რომ მან არ მითხრა რაღაც ჰარიზე იმ დღეს, როცა პირველად გავიცანი
-ჰარი სტაილსი აქ რა ჯანდაბას აკეთებს ვინმე მეტყვის?-ნაილმა სწრაფად გამოიარა ხალხის ბრბო, რომლებიც ჯერ კიდევ სანახაობით ტკბებოდნენ.-მემგობი კეტრინ გითხარი აქ არ მოხვიდეთქო-კეტრინს მკაცრად უთხრა, თუმცა მალევე დაამატა
-შენ მერე მოგხედავ-მერე დომინიკთან დაიწყო ჩურჩული, ორივე მათგანი ანერვიულებული ჩანდა, ვერც ერთი სიტყვა გავოგე მათი ნათქვამიდან, მაგრამ ნათელი იყო, კარგი არაფერი ხდებოდა.
ჩემი ვარაუდი გამართლდა, ერთ-ერთმა ბაიკერმა ზუსტად მაშინ აიქნია ხელი, როდესაც მეორემ მის გვერდით ჩაიქროლა, ხელი მას მოარტყა და ისიც მაშინვე ძირს ჩამოვარდა. საშინელი ჩოჩქოლი ატყდა, ხალხის მასა პირდაპირ გადაგვეფარა და ვეღარ შევძელი დამენახა რა მოხდა. დომინიკმა და ნაილმა ეს ძალიან კარგად დაინახეს და სიბნელეშიც კი შესანიშნავად დავინახე მათი დამფრთხალი სახეები, ბაიკები მაშინვე გაჩერდნენ, როგორც კი ერთი მათგანი ძირს დაეცა, მუსიკაც გამოირთო და ხალხიც დადუმდა, აქაიქა მხოლოდ გადაჩურჩულება ისმოდა ,,კარგადაა?,, ,,გადარჩა?,,
რამდენიმე წამში კი მემო და ნაილი უკვე ბაიკერთან იყვნენ, ალექსმა ხელი მომკიდა და მოზარდების მასაში ძლივს ძლიობით გაგვატარა, რომ კარგად გვენახა რა მოხდა. საბოდნიეროდ ძირს დავარდნილი ბაიკერი მალევე ფეხზე წამოდგა. ჩაფხუტი მოიხადა თუ არა ნათლად გამოჩნდა მისი სახე, ეს შონი იყო, მიზეზი იმისა თუ რატომაც ანერვიულდნენ ნაილი და მემო ასე.
ღმერთს ვფიცავარ არასოდე მინახავს ადამიანი ისეთი გაბრაზებული, როგორიც შონი მაშინ, რომელიც ზიზღით სავსე მზერით შეჰყურებდა ერთ-ერთ ბაიკერს, რომელმაც ჯერ არ იკადრა ჩაფხუტის მოხსნა. თუმცა მალევე ასწია ხელები, ჩაფხუტი, რომელიც მთლიან სახეს უფარავდა მოიძრო და მიწაზე დააგდო.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!