მოემზადე მთის სახლისთვის

507 44 1
                                    

წავიდა. ჩაბნელებულ ოთახში ფანჯარასთან მდგომი პარალიზებული დამტოვა.

რა უნდა მექნა, ან როგორ მეფიქრა.

ან ეს ჰარისგან გამოწვეული იმედგაცრუება როგორ ჩამენაცვლებინა.

ვერც კი ვიჯერებ როგორ გამაბა საკუთარ მახეში.

ან როგორ გავები მის მახეში.

მას კი არა საკუთარ თავს უნდა ვადანაშაულებდე. ჯერ კიდევ შონის დაბღვერილ სახეს უნდა შევეჩერებინე კაფეში. ამის მაგივრად ჰარის ჩავუხტი მანქანაში და გავყევი ჩემთვის უცნობ ადგილას. როგორ შეუძლუა ადამიანს ასე მოქცევა? როგორ შეიძლება ასე ვიქცეოდე, არასწორ ნაბიჯებს ვდგამდე...

ყველა ნორმალური ჩემს ადგილას დაფიქრდებოდა, შეეცდებოდა მაინც დაფიქრებას საკუთარ ნაბიჯებზე, მაგრამ ეს ხომ მე ვარ, დაუფიქრებელ ქმედებებში მრავალგზის სტაჟიანი.

ახლა რა ვქნა? ტყუილად გავთხრი ლოგინს და ვეცდები დაძინებას. ძილბურანი წამითაც კი არ მომეკარება. არც ხატვის სურვილი მიჩნდება. ზედმეტია საუბარი მუსიკის მოსმენაზე.

ჩემი გონება ყოველთვის ასე სასტიკად მსჯის როცა რაღაც არასწორს ვაკეთებ, სასაცილოა, ჭკუას კიდევ ვერ ვსწავლობ.

***

მომდევნო დილას ჩვეულებრივზე უფრო ადრე ავდექი, სინდისმა მაინც თავისი ქნა და მთელი ღამის მანძილზე წამით არ მომცა თვალის მოხუჭვის უფლება. არ მიფიქრია ჩემს დამეგობრებულ და ერთმანეთზე გადამტერებულ ბიძაშვილ-მამიდაშვილზე. საერთოდ არაფერზე ვფიქრობდი.

ქვემოთ ჩასულს მამაც და მამიდაც სახლში დამხვდნენ, სამზარეულოში ისხდნენ და ხმადაბლა თავისთვის ჭუკჭუკებდნენ. ყოველთვის ჩუმად იქცევიან როცა მძინავს, იციან, რომ მეორე სართულზე ხმა არ ამოვა და ეს ჩემს ძილს ხელს ვერ შეუშლის, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და ამ ცნებას მიყვებიან.

-ადრე ამდგარხარ პატარა ქალბატონო-ოლივია ღიმილით შემომეგება, დანავისთანავე ფეხზე წამოხტა და ჩაის კეთება დამიწყო. ეს მისი დილის რიტუალია, რომც არ მინდოდეს იმდენად სწრაფად ასხამს ჩემთვის ჩაის თქმასაც ვერ ვასწრებ დილის მისი დალევის სურვილი არ მაქვს მეთქი. ფინჯანი წინ დამიდო, თვალის ჩაკვრაც არ დავიწყებია.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now