სიახლოვე

465 43 14
                                    

-არ მისცე უფლება დაიძინოს-ჰარის ხმა ბუნდოვნად ჩამესმის, ამჯერად შემიძლია ხმების გარჩევა. ამჯერად ისევ ვგრძნობ საკუთარ სხეულს, ისევ ვხედავ ფიგურებს ჩემს წინ. შეხებას ვგრძნობ...

-თავადაც ვიცი რაც უნდა ვქნა-მესმის შონის პასუხი. ახლოსაა ჩემთან, აქვეა, ჩემს გვერდით.

საშინლად ცხელი და ოფლიანი ვარ. თითქოს სხეულზე ცეცხლი მეკიდება, თბილია, მაგრამ არ მწვავს, უფრო მხუთავს. მაინც მცივა, საშინელი სიცხვის ფონზეც კი ვკანკალებ

-მცივა-მისუსტებული, დაბალი ხმით ვიძახი. არ ვარ დარწმუნებული გაიგო თუ არა ვინმემ ჩემი ნათქვამი მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ჰარის და შონის ხმაც თანაბრად ისმოდა

ზანტად ვახელ თვალებს და მაშინვე ვხუჭავ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თუკი თვალებს გავახელ ისინი ბუდიდან ამომცვივდება. უცნობი ოთახი დავლანდე, არ მახსოვს აქ როგორ აღვმოჩნდი, წამების წინ მომხდარი ბუნდოვნად მახსოვს. მხოლოდ ხმა, რომელიც ამბობდა დიაზეპამი გვჭირდებაო. მახსოვს როგორ ვეჭირე შონს და როგორ ცდილობდა ჩემს გამოფხიზლებას. ასევე ჰარი, რომელიც რამოდენიმე წუთით გაუჩინარდა, შემდეგ კვლავ დაბრუნდა... ბოლოს ჩხვლეტა, ნევსის ჩხვლეტა მკლავში.

რამდენიმე წამში საბანი, რომელიც მაფარია მაღლა იწევა, ისევ ვახელ წამიერად თვალს და შონს ვხედავ ჩემს გვერდით. მთელი სხეულით მეხუტება და ხელებს ძლიერად მხვევს.

-ჩემი გესმის?-ჩურჩულებს,თან მაქსიმალურად ცდილობს მისკენ მიმწიოს და მეტად მიმიხუტოს

-კი-სუსტი ხმით ვპასუხობ.

-თავს როგორ გრძნობ?-ამჯერად ჰარიმ იკითხა, თავს ძალა დავატანე მისკენ მიმეხედა. ფანჯრის რაფას ეყრდნობოდა გადაჯვარედინებული ხელებით, შეშინებული და ამავე დროს მკაცრი მზერა სახეს უმშვენებდა. მე მიყურებდა, თუმცა თვალს შონისკენ აპარებდა.

-ნორმალურად-მოკლედ მოვუჭერი და კვლავ დავუბრუნდი უწინდელ პოზას.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now