შეცვალე ჩემი წარმოდგენა

403 40 7
                                    

საშობაო დღესასწაულებმა თვალის დახამხამებაში განვლო. შობა არასდროს მყვარებია, თუმცა ეს წელი განსაკუთრებული იყო. არ ვიცი ეს იყო იმის გამო, რომ თითქმის ყოველი დღე სამეგობროში გავატარე, მხიარულებასა და გართობაში თუ იმის, რომ მთელი ეს დრო შონთან ახლოს ვიყავი. ცოტა ცოტა ორივე. თითქმის იდეალური ორი კვირა მქონდა და მთელი ამ დროის მანძილზე არ მახსოვს რომელიმე საათი შონის გარეშე გამეტარებინოს, თუკი ღამეებს არ ჩავთვლით როდესაც სახლში მიწევდა ყოფნა. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვა ნახევარი ღამე, შონის წყალობით შესანიშნავად ვისწავლე ფანჯრიდან ძრომა.

არ ვიცი როგორ უნდა აღვწერო შონი, როგორც შეყვარებული, ის უბრალოდ იდეალურია. ვაღიარებ! როცა მას პირველად შევხვდი ვერც კი წარმოვიდგენდი თუკი ასეთი იქნებოდა. საკუთარ თავს იმის გამო ვტუქსავ, რომ არ ვუჯერებდი კეტრინის სიტყვებს როდესაც ამბობდა ის ყველაზე თბილი ადამიანიაო. შეუძლია ნებისმიერ თემაზე იცინოს, უაზრო ხუმრობები მოყვეს, გაერთოს, ამავე დროს სერიოზულიც იყვეს. რაც ყველაზე მნიშვნელვანია სამი კვირაა მასთან ვარ და არც ერთხელ არ დაუძალებია სექსი. ამაზე საერთოდ არაფერი უთქვამს, მხოლოდ რამდენჯერმე გააკეთა გარყვნილი კომენტარი ამ საკითხზე. ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვარ და ამას ხვდება.

სამაგიეროდ შემიძლია საათობით ვიჯდე მის გვერდით და პლედში შემძვრალმა ვუყურო ფილმს მასთან ერთად. ხშირად არ მოსწონს ჩემი არჩეული ფილმები, მის გამო პრეტენზიასაც არ გამოთქვამს.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს ჩემს ცხოვრებაში. იმ ღამის შემდეგ ჰარი არ მინახავს, თვალიც კი არ მომიკრავს მისთვის, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ნრმალურად მის სიტყვებს და ვცდილობ საერთოდ დავივიწყო ეს ყველაფერი.

მეჩვენება თითქოს ჩემს გარშემო ყველაფერი საშინლად რთულადაა.

ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ვირაცამ კარზე გადაბმული ბრახა-ბრუხი ატეხა. ზოზინით წამოვდექი სავარძლიდან დიდი ალბათობით კეტრინთან შესახვედრად. მის გარდა სხვა არავინ ჩადის მსგავს სიგიჟეებს, ასე იქცევა როცა რაღაცაზე უაზროდ აჟიტირებულია.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now