ცვლილება

452 46 6
                                    

როდესაც თვალები გავახილე შონი ჩემს გვერდით აღარ იწვა. მარტო ვიყავი მის დიდ და საკმაოდ კომფორტულ საწოლში.

ტუმბოზე დადებულ პატარა ზომის საათს თუ დავუჯერებთ დაახლოებით ორი საათია მძინავს, ანუ ახლა უკვე სკოლას უნდა ვამთავრებდე და სახლში მივდიოდე. ეს კარგია, რადგან აღარ მომიწევს მოვატყუო მამიდას, რომ კლასგარეშე წრეზე დავრჩი ან რამე.

სწრაფად წამოვდექი საწოლიდან.

ავალაგე კომფორტული საწოლი, სხვათაშორის გამიჭირდა მასთან განშორება. ისეთ შეგრძნებას მიჩენდა თითქის წყლის საწოლზე წევხარ და ლივლივებო...

ოთახი როდესაც დავტოვე შონს დავუძახე, პასუხი არ გაუცია, თუმცა ქვედა სართულიდან მუსიკის ხმა მოდიოდა. გიტარაზე დაკვრის ხმა, მახსოვს როგორ მითხრა ჰარიმ, რომ შონს უყვარდა გიტარა და მასზე მელოდიის დაკვრა, დომინიკმაც ახსენა მისი მიდრეკილება მუსიკისადმი ჩვენი გაცნობის დღეს, ასე რომ მარტივი გამოსაცნობია, რომ თავად ურტყამს სიმებზე თითებს.

ქვემოთ ჩავედი და კიდევ ერთხელ დავძახე მისი სახელი, ისევ არაფერი. გავყევი ხმას, რომელსაც იმ ოთახამდე მივყავდი, სადაც შონი იჯდა გიტარით ხელში და თავზე ყურსასმენებით.

ზურგშექცევით იჯდა ჩემგან და გაურკვეველ მელოდიას უკრავდა. მსგავსი მუსიკა არასოდეს გამიგია, ყოველ შემთხვევაშ ვერც ერთი მომღერლის სტილს ვერ მივუსადაგე. აღსანიშნავია, რომ ნელ და ნაზ მუსიკას უკრავდა.

მელოდიებს რომ თავი დავანებოთ ოთახი, რომელშიც შონი კომფორტულად იყო მოკალათებული უამრავი გიტარა იდო, ელექტრონული, ქანთრის სტილი, აკუსტიკურიც...დაახლოებით ათი მაინც იქნებოდა. საერთოდაც მთლიანი ოთახი ძალიან წააგავდა მუსიკოსის ოთახს. როიალიც იდგა ოთახის შუაში..აღმაფრთოვანა ამ სანახაობამ, ვერ წარმოვიდგენდი თუკი შონს ასე ეყვარებოდა მუსიკა და ინსტრუმენტები.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now