ისეთი შემთხვევა გქონიათ თითქოს იხრჩობოდით? წყალთან ახლოსაც კი არ იყავი, მაგრამ გრძნობდი როგორ გეხებოდა საშინლად ცივი წყალი მთელს სხეულზე და როგორ გყინავდა.
ყურებში წყალი გიგუბდებოდა, ყვირილს, წივილს, თუნდაც მცირედ კვნესას ლამობდი, თუმცა არ შეგეძლო. გარშემო წყალი გფარავდა და გითრევდა და გითრევდა...
ისიც კი ბუნდოვნად გესმოდა როგორ იძახდა ვიღაც შენს სახელს, განჯღრევდა და ცდილობდა გონს მოეყვანე...
მაინც არაფერი გამოსდიოდა.
მსგავსი შეგრძნებით ვიჯექი ქვაფენილზე, სრულიად უმოქმედო, პარალიზებული. ბუნდოვნად დავინახე როგორ ურტყამდა ერთი ადამიანი მეორეს, ისიც კი გადამავიწყდა რა ხდებოდა ჩემს თავს.
ვიღაც გოგოს ყვირილიც მესმოდა, თეთებს ხან სახეზე მისვამდა, ხან თმაზე.იმეორებდა ჩემს სახელს.
მე კი ვერ შევძელი გამერჩია ვინ იყო.
ვხედავდი მხოლოდ ადამიანის ფიგურას და არა თვალებს, ტუჩებს, ცხვირს, წარბებს...მოკლედ ვერც ერთ დეტალს
-პანიკური შეტევა აქვს-ეს სიტყვებიც კი ძლივს გავიგე მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ ხმამაღლა დაიყვირა.
შემდეგ ორივე ხელით თავი დამიჭირა და ასე ეცადა ჩემს გონს მოყვანას.
ბიჭი კი მაინც არ აქცევდა ყურადღებას და ცივ ქვაფენილზე დავარდნილ სხეულს ურტყამდა კიდევ და კიდევ
-დამეხმარე-სასოწარკვეთილმა მხოლოდ ეს დაიყვირა.-ჩემთან დარჩი კარგი?-ხელები უფრო ძლიერად მომკიდა, ერთხელ სილაც კი გამაწნა, მსუბუქად...
მალევე გადამივიდა თვალებიდან ბურუსი, სიბნელეში ნათლად გამოჩნდა შარლოტას სახე, რომელიც ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა.
ბიჭის სახეც გამოჩნდა, რომელიც შეეშვა ძირს დაგდებულს და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა.

YOU ARE READING
Perfectly Wrong
Любовные романы-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!