არაფერი დაიმალება

382 39 15
                                    

ერთი თვე გავიდა და ყველაფერი ზედმეტად იდეალურად მიდის. მე და შონს გვაქვს შესანიშნავი მომენტები, იდეალურად ვარ მასთან, არ მწყინდება მისი სახის ყურება, მისი ხმის მოსმენა და მასთან ერთად სისულელეების კეთება. ყველაზე კარგი ისაა, რომ არაფერზე ვჩხუბობთ, თუკი ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა ის ყოველთვის უკან იხევს ჩემს გამო.

ოლივია მეხმარება მის სანახავად სახლიდან ჩუმად გაპარვაში. ვინაიდან ჯერ მამასთვის ამის შესახებ არაფერი მითქვამს ლივის დიდი ხვეწნის მიუხედავად.

იმ დღის შემდეგ აღარაფერი მსმენია ჰარისგან, არც ჰანასგან. მხოლოდ ერთხელ მომწერა და მადლობა გადამიხადა ჰარის გადარწმუნების გამო, ჩემი პასუხი კვლავაც ერთი იყო, ამას შონის გამო ვაკეთებდი.

-როგორ მიგდით ურთიერთობა შენ და შონს?-მეკითხება მემო როგორც კი კეტრინის ოთახში მარტო მიგულებს, ამასთან ეშმაკურად ატრიალებს თვალებს.

-ჩვენ მშვენივრად ვართ და თქვენ?-ის მხრებს იჩეჩს

-კეტრინი ცოტა რთულია, ნამდვილი აუღებელი ციხესიმაგრე

-თავი რა ხათაბალაში გაყავი ლამაზთვალება?-სიცილით ვეკითხები რაზეც მასაც ეღიმება და საწყლად იჩეჩს მხრებს.

წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ ჰყავს დატერორებული არანორმალურ კეტრინს. პრინციპში რა წარმოდგენა მინდა ყველა ასე ვყავართ, ნაილი საერთოდ დამონებული ჰყავს რომ აღარაფერი ვთქვათ ალექსზე. ერთადერთი დომინიკს ვერ უბედავდა ვერაფერს, გახდნენ თუ არა შეყვარებული ამის სისხლის წოვაც დაიწყო.

ვახსენეთ თუ არა ოთახში შემოვიდა, ხელში ფორთოხალი ეჭირა, რომლის გამოც სამზარეულოში მოუწია ჩასვლა.

-ამას ვინ გამირჩევს?-ფორთოხალს დახედა, შემდეგ მე შემომხედა ეშმაკური თვალებით და პირდაპირ თავში გამომიქანა, კიდევ კარგი მოვასწარი მისი ჰაერში დაჭერა.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now