მიყვარხარ

425 39 12
                                    

რამოდენიმე გაწელილი და პირდაპირი მნიშვნელობით მტკივნეული საათის შემდეგ, რომელიც საავადმყოფოში გავატარე სახლში დავბრუნდი. კვლავ მემომ მომიყვანა და მას შემდეგ გვერდიდან არ მომცილებია მიუხედავად ჩემი თხოვნისა დაესვენა. უზომოდ მადლობელი ვარ მისი, დაძინება ვერ მოვახერხე, სახლშიც მარტო ვიყავი და ესეოდენ საშინელი წუთები მხოლოდ მან გამიხალისა თავისი სულელური ხუმრობებით და ისტორიებით.

16 ნაკერი დამადეს, საშინლად მტკივნეული იყო, როდესაც ექინი მას კერავდა. დომინიკის ხელს ვებღაუჭებოდი ტკივილის გადასატანად. მამიდას მოსატყუებელი ისტორიაც მან მოიგონა, ვითომდა შემთხვევით შუშა გატყდა დ ხელი მასზე გამეჭრა. დაიჯერა, ზოგადად ოლივიამაც კარგად იცის ჩემი ფათერაკების ამბავი.

მეხვეწებოდა ის ღამე საავადმყოფოშ გამეტარებინა რაზეც მტკიცე უარი განვუცხადე, მოგვიანებით დაიჩემა ამ ღამით გავეთავისუფლები და სახლში წამოვალო, ამაზეც შევეწინააღმდეგე. ბოლოს დანებდა და ახლა 5 წუთში ერთხელ მირეკავს.

შონს არც კი დაურეკია. სიმართლე გითხრათ არ ვამტყუნებ, სიმართლე დავუმალე. ალბათ ჯერ კიდევ შოკირებულია იმით რაც მოხდა. მათთვის დომინიკსაც არ დაურეკია. ზედმეტად იყო გაბრაზებული მომხდარის გამო, ჩათვალა, რომ ეს გრძნობებს უაზროდ აყოლა იყო და ასე ვთქვათ გაიბუტა.

თავადაც ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი მომხდარს. ნუთუ შონი მართლა აპირებდა ჰარის მოკვლას? რამდენჯერაც ეს წარმოვიდგინე იმდენჯერ გავამართლე, გრძნობებს აჰყვა, შოკირებული იყო, ვერ გაიაზრა რას აკეთებდა. სამწუხარო ისაა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დანა შონის ხელიდან ჰარის მიმართულებით მიიწევდა.  კიდევ კარგი დარტყმამ მხოლოდ მსუბუქად გადაიარა ჩემს ხელზე და არა ჰარის გულზე.

ვერ ვხვდები რატომ  გააკეთა ჰარიმ ეს. მეგონა უარს იტყოდა ამაზე და ყველაფერს ისევ ისე დატოვებდა როგორც აქამდე. გამოდის ტყუილად ვეაპარაკე ამ ყველაფერზე.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now