მოულოდნელი საფრთხე

614 47 2
                                    

ჩემს თვალწინ მომხდარი შემთხვევა არ მაძლევდა უფლებას წამით მაინც ჩამძინებოდა. საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, რომ სისუსტე გამოვამჟღავნე და ჩემთვის უცნობი ბიჭი მიყრუებულ ჩიხში დავტოვე იმ ადამიანთან, რომელსაც მუშტების მხეცურად დაშენით მისი მოკვლა შეეძლო.

არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ის ისევ იქ ეგდებოდა უსულოდ. ან შეიძლება საერთოდაც აღარ ყოფილიყო იქ.

ნეტავ ცოცხალია?

შემძულდა! წამიერად შემძულდა ის ადამიანი, რომელმაც აფერისტული ღიმილით და ერთი-ორი თბილი სიტყვით მაფიქრებინა, რომ კეთილი ადამიანი იყო.

ჩემს თავს ვაკრიტიკებდი, როგორ დაუჯერე, როგორ ენდე იმ ადამიანს, რომელსაც ორჯერ შეხვდი!

ნუთუ შენ ასეთი იდიოტი ხარ აილინ?

ან როდიდან გახდი ასეთი მშიშარა, რომ არ შეგიძლია ქუჩაში გახვიდე და შეეცადო მოძებნო ის ბიჭი, რომელიც დიდი ალბათობით იქ აღარ იქნება.

მაგრამ სულაც არ აქვს მნიშვნელობა ისევ იქაა თუ არა, ერთი შეცდომა უკვე დავუშვი მის დასახმარებლად რომ არაფერი გავაკეთე, მეორეს ვეღარ დავუშვებ. საკუთარ თავთან გამართლებას ვეღარ მოვძებნი.

სწრაფად ჩავიცვი იქვე, სკამზე დაწყობილი ტანსაცმელი და ფეხაკრეფით ჩავედი ქვემოთ ჩემებს რომ არ გაეგოთ.

გამომივიდა გარეთ შეუმჩნევლად გასვლა. ღამის სამი საათია. ქუჩა საერთოდ ცარიელი და მიტოვებულია. ერთადერთი რაც ჩემთანაა ლამპიონების დაბალი სინათლეა, რომელიც ნელ-ნელა გაქრა როდესაც ჩიხებში სიარული დავიწყე.

უჩუმრისპირას ვმოძრაობდი. სახარბიელო სიტუაციაში ნამდვილად არ აღვმოჩნდები თუ ახლა ვინმე ქუჩის ლოთს, ან ჰარისნაირ ცივსისხლიან მანიაკს გადავეყრები.

როგორც იქნა მივაღწიე იმ ადგილას, სადაც ის ბიჭი და ჰარი ვნახე.

გულზე მომეშვა, რომ ის იქ აღარ იყო.

სინათლე აქ კარგად ვერ აღწევდა, მაგრამ რაც აღწევდა საკმარისი იყო იმისთვის, რომ აქაიქა შეწუწული სისხლები დამენახა. სისხლი ყველგანაა! ქვაფენილზე, მოპირდაპირე კედელზე, ნაგვის ურნაზეც კი.

Perfectly WrongWhere stories live. Discover now