ორი კვირა გავიდა იმ საშინელი ფაქტიდან და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ჭორების უზარმაზარმა ნაკადმა, რომლებსაც ხალხი საკუთარი პერსპექტივით ცვლიდა უკვე გადაიარა. ყველასთვის ეს ერთი უბრალო შემთხვევითობა იყო, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა.
ვინაიდან ოქტომბრის შუა რიცხვები იყო უამრავი საკონტროლო დამიგროვდა, ალექსი წინა კვირას წუწუნებდა, რომ არაფერზე წარმოდგენა არ ჰქონდა და არ იცოდა რა უნდა ექნა. თავს ვერ დავდებ მე ბევრი რამე ვიცოდითქო, მაგრამ 10 ქულას მაინც მივიღებდი. დიდად არც მაინტერესებდა რა ნიშნები დამიჯდებოდა ჟურნალში წლის ბოლოს, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობდი წლების შრომა წყალში არ ჩამეყარა, გარდა ამისა ეს აუცილებელი იყო კოლეჯისთვისაც.
მისტერ ტრევორის პირობა შევასრულე და ჩემი დაწყებული ნახატი, რომელსაც ძალიან ორიგინალურად ,,ტყე ფესვებით,, დავარქვი დავასრულე. სხვათაშორის ძალიან მომეწონა, დიდი სიამოვნებით დვხატავდი მსგავსს თავისუფალ დროს. თუმცა არა! ყოველ ჯერზე ის შემახსენებდა იმ საშინელ ფაქტს რის გამოც ის დავხატე. მე კი უდიდესი სურვილი მქონდა ეს ყველაფერი თავიდან რაც შეიძლება სწრაფად ამომეგდო.
სკოლის კართან ვიყავი, როდესაც მოპირდაპირე ქუჩაზე შონის ნაცნობი მუსტანგი გაჩერდა, საიდანაც გაღიმებული შარლოტა გადმოხტა, იმ ამბის შემდეგ ის პირველად დავინახე. პირველი დღე სკოლაში არ ყოფილა, არც მეორე დღეს, შემდეგ კეტრინმა თქვა, რომ ოჯახთან ერთად მოიწყო არდადეგები და ახლა როგორც იქნა დაბრუნდა. შემამჩნია რომ მას ვაკვირდებოდი, ამიტომ ვეცადე რაც შემეძლო სწრაფად ამერიდებინა მისთვის მზერა და სასწრაფოდ შევედი სკოლის ეზოში.
როგორც ყოველთვის ხდება! მიდიხარ კლასიდან კლასში, უსმენ მასწავლებლებს, რომლებსაც არ გინდა, რომ უსმენდე. ბრუნდები სახლში, სწავლობ, მთელი ღამე მეცადინეობ, მეორე დღეს კი იგივე...ეს საშინელი პროცესია, რომლის გავლაც ყველას გვიწევს, თუმცა მთლად ყველას არა!
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!