-ამდენი ხანი არ მოგდომებია ჩემთან საუბარი და ახლა გინდა, რომ შენი შეყვარებულის გამო მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენო?-მანუელმა ცინიკურად ამოილაპარაკა. მაქსიმალურად ვცდილობდი თავის კონტროლს. ვცდილობდ შემეკავებინა ის ბრაზი, რომელიც ტვინში მაწვებოდა. ახლა ყველაზე ნაკლებად კონტროლის დაკარგვაა საჭირო.
მასთან მოვედი და ყველაფერი ვუთხარი, მეგონა ამ ერთხელ მაინც გამოიჩენდა კეთილ ნებას და უანგაროდ, ზედმეტი საუბრის გარეშე მოაგვარებდა რაღაცას, მაგეამ სასტიკად შევცდი. როდის იყო დიდი მანუელ მენდესი რაიმეს საფასურის გარეშე აკეთებდა. ძალა მოვიკრიბე, ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი და მასთან თავშეკავებულიც.
-ყოველთვის მეუბნებოდი, რომ კარგი გინდოდა ჩემთვის. გინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი, შანსი გაქვს კარგი მამა იყო, შანსი გაქვს დაეხმარო ადამიანს, რომელიც მიყვარს-მანუელი ყურს მიგდებდა, მაგრამ არ მიყურებდა, რაღაც საბუთები ედო საწერ მაგიდაზე, რომელსაც ჩასჩერებოდა. იმდენად კარგად ვიცნობ, რომ ვიცი სინამდვილეში არც კი ადარდებს საბუთები, უბალოდ ცდილობს თავი მომაჩვენოს თითქოს ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე აქვს. როგორც კი სათქმელი ვუთხარი საბუთებიდან თავი ამოყო, სათვალის ქვემოდან გამომხედა, მალევე ის საერთოდ მოიშორა.
-შენმა შეყვარებულმა ეჭვი შეიტანა ჩემს ადამიანობაში, მითხრა შენ რანაირი მამა ხარო. მის დახმარებას მთხოვ?-ჩამეღიმა ამაზე. ნამდვილად ჩემი გოგოა. მანუელს ისე უკვირს თითქოს რამე არასწორი ეთქვას. იმ ყველაფრის შემდეგ რაც მან გააკეთა თუნდაც ელეონორასთან და შემდეგ აილინთან არც კია იმის ღირსი მამა ერქვას. სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო პირდაპირ ვეტყოდი ამას. ერთხელ და სამუდამოდ მივახვედრებდი როგორი არაკაციცაა, მაგრამ ახლა ერთი არასწორი სიტყვა და აილინის სიცოცხლეს ვწირავ.
-ხოდა დაამტკიცე, რომ ეს ტყუილია, იყავი კარგი მამა. შენი ერთი ზარი და საქმე მოგვარდება. ხომ შეგწევს ამის ძალა?-ტყავის გორგოლაჭებიან სავარძელს მთელი სხეულით მიეყუდა. თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. თითქოს სიამოვნებდა როგორ ვეხვეწებოდი რამის გაკეთებას. ყოველთვის ასეთი იყო, ძალაუფლება უყვარდა, ყოველთვის გრძნობდა ვიღაცაზე მეტი რომ იყო. სიამოვნებდა როგორ შეეძლო ყველა ადამიანი საკუთარ ჭკუაზე ეტრიალებინა. ის არ შეიცვლება, არასდროს შეიცვლება.
YOU ARE READING
Perfectly Wrong
Romance-მინდა ჩემს თვალებში ხედავდე გრძნობას შენს მიმართ და არა შენი წარსულის ანარეკლს. თუკი აუთრთოლებლად შეძლებ თვალებში შემოხედვას, თუკი ამის გამო თავს არ იგრძნობ დამნაშავედ მაშინ გპირდები, დავრჩები!