ყველამ წაიკითხეთ!!!
მოკლედ ეს თავი 9 თავს შეიცავს ერთად.
წერილის ნაწილი
დარჩენილი ორი თავი
ეპილოგი
ცალ-ცაკე დაიდება, მაგრამ ყველა ერთ დღეს
--------------ჩემივე ცრემლებში ვიხრჩობოდი, კარისკენ მოვტრიალდი, ფეხსაცმელები ხელშ ავიღე არც კი ჩამიცვამს. კარს ხელი ცავავლე და სწრაფად გავაღე, ისე გავედი აღარდ შემიხედავს და აღარც სიტყვა მითქვამს მისთვის.
ლიფტთან მივედი და ბარკოდი დავასკანერე მუშაობისთვის. ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ ლამის გული მკერდიდან ამომივარდეს, ვერ ვმშვიდდები. როგორც კი გაიღო შეიგნით შევაბიჯე და უკვე კარგად ნაცნობი ქუჩის სართლს დავაჭირე ხელი.
როგორც კი კარი დაიკეტა ზურგით კედელს ავეკარი და ძირს დავვარდი. ასეთი ემოციური ჩემს ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ. როგორ შეიძლება ვისაც უყვარხარ ამდენ საიდუმლოს მალავდეს შენგან? მისი მოელვარე თვალების მიღმა ბევრ რამეს მალავდა, რომელიც ყოველთვის მეგონა ნათელს მოიცავდა, მაგრამ შევცდი, მის მიღმა უფრო დიდი სიბნელეა. სულელი ვიყავი, როცა ვფიქრობდი, რომ ჩვენ შორის ყველაფერი იდეალურად იყო, თავიდანვე გატეხილები ვიყავით. ის მომაკვდინებელი ბანდის ლიდერი არის მე კი გულუბრყვილო გოგო, რომელსა პირისპირ რაიმე სიბოროტე არასდროს უნახავს.
არც კი ვიცი შემიძლია თუ არა რამის დაჯერება, რასაც მეტყვი. ჩემში რაღაც ნაწილს სურს, რომ ეს არასდროს გამეგო, რადგან ახლა მსგავსი იტუაცია არ იქნებოდა, მაგრამ ალბათ ეს არის ცხოვრება. რაღაცებს რასაც მეუბნებოდა მჯერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ შემიძლია მას ჩემი ძმის სიკვდილი და ამხელა ტყუილი ვაპატიო.
ლიფტი გაიღო და მეც ავდექი, მალევე გადავბიჯე ჭუჭყიან ქუჩაზე, ამჯერად უკვე ფეხზე მეცვა. არავის ვუყურებ იმიტომ, რომ არ მინდა ვინმემ ჩემი სახე დაინახოს. ბოლო რაც მჭირდება ყურადღებაა.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...