ოთახში მთლიანად სიჩუმე სუფევდა. ვგრძნობდი, როგორ კანკალებდა ჩემი სხეული შიშისგან. ვიცოდი რომ ჰარი ცუდი ადამიანი იყო, მაგრამ არასდროს მოველოდი, რომ მსგავს რაღაცას ვნახავდი.
ისე რომ არც შემიხედავს, გამოვტრიალდი და ჩემი ოთახისკენ წავედი. ოთახში შევირბინე და კარი მოვიჯახუნე. ღრმად შევისუნთქე, საწოლზე ჩამოვჯექი და თავი ხელებს შორის მოვიქციე.
რამდენიმე წამში ჰარიმ კარზე დააკაკუნა. ცრემლები წამსკდა და სისხლი ამიდუღდა.
-ვიცი, რომ ეს არ მოგწონს, მაგრამ ეს ყველაფერი მან თავის თავს თავად გაუკეთა. -ისე გაიცინა, თითქოს ეს სიტუაცია მართლა სასაცილო ყოფილიყოს. მან უდანაშაულო პატარა ბიჭს ესროლა და ისე იცინის თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ეს კაცი სასტიკია.
-რა ჯანდაბის გამო ესროლე! მას შენთვის არაფერი გაუკეთებია! -სიბრაზისგან ვიყვირე.
-ამელია უდანაშაულო არ ყოფილა. -მითხრა.
-როგორ იყო დამნაშავე! -დავუყვირე.
-ის ეჭვმიტანელი იყო.-ხელები გადაიჯვარედინა და უფრო გაბრაზებულმა შემომხედა.
-და? -გაბრაზებით ვთქვიკარში შემოვიდა და ჩემი ლოყები და ყბები ხელებს შორის მოიქცია. ვეცადე გამეწია, მაგრამ ჩემი ძალა მის წინააღმდეგ არაფერია. ჩამიღიმა და რაღაც ამოიჩურჩულა.
-ეჭვმიტანელებს ყოველთვის ცუდი რაღაც აქვთ გონებაში ამელია!
-გიჟი ხარ! იცი ეს? -უხეშად ვთქვი. არ მჯერა მისი, ამ სიტუაციის არ მჯერა. ეს იდეა ან ეს აზრი საიდან გაუჩნდა!
-საყვარელო ამ ყველაფერის ნახევარიც კი არ იცი. -ჩაიღიმა, სანამ მისგან გავიწეოდი. მისი ეშმაკური ტონი ცუდად მხდის.-ასე ნუ მეძახი! ფსიქოფატი ხარ, რომელიც ხალხის მოკვლით სიამოვნებას ღებულობ და შემდეგ ამ ყველაფერზე იცინის -ვეცადე კიდევ ერთი ნაბიჯით დამეხია უკან, მაგრამ საწოლი ხელს მიშლიდა.
-და შენ ძუკნა ხარ, რომელმაც არ იცის იმის კეთება, რასაც ეტყვიან. ყველას გვაქვს უარყოფითი საყვარელო -ყოყმანის გარეშე დამიბრუნა პასუხი.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...