Chapt 51

1.4K 146 42
                                    

-ამელია -ჰარიმ მეორე ოთახიდან დაიყვირა ჩემი სახელი. ამოვიოხრე, საწოლიდან წამოვდექი და ჰარის ოფისისკენ დავიძარი, სადაც ხის მაგიდაზე იჯდა და ფურცლებს დაჰყურებდა. მას შემდეგ რაც მაჩვენა რა ხდებოდა მის იფისში კარს ყოველთვის ღიას ტოვებს.

-გისმენ? -ვუთხარი მას და თავი შიგნით შევყავი.

-წეხან დამირეკეს ჩემი სათვალეები და ლინზები მზად არის. შეგიძლია წამოიღო? მე საქმეები მაქვს -მითხრა სანამ იდაყვებს მაგიდაზე დაალაგებდა და თავს თითებზე დაიწყობდა.

გავიღიმე და თავი დავუქნიე.

-მშვენიერია ანუ უკვე მზად არის? -აღტაცებულმა ვთქვი.

-სამწუხაროდ დიახ -მითხრა მან.

-ასე ცუდად ნუ ხარ განწყობილი -ვუთხარი, სანამ დაბლა ჩავიდოდი და ფეხსაცმელებს ჩავიცმევდი.

ჩვეული ფეხსაცმელები ჩავიცვი და ბინიდან გავედი. ბარკოდით კარი ჩემს უკან ჩავკეტე. ექიმის ოფისი არც ისე შორს არის აქედან, რაც კარგი ამბავია. ცოტა მაინც მეშინია მარტო სიარულის, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. უკვე გავაანალიზე ის ფაქტი, რომ აქ არავის ნდობა შეიძლება გარდა ჰარისა.

და შეიძლება გიჟიც კი ვარ ამის თქმის გამო.

ლიფტში შევედი და გეზი ავიღე საავადმყოფოსკენ. მაქსიმალურად ვცდილობდა თვალით არავის დავკონტაქტებოდი. უბრალოდ უნდა წამოვიღო ნივთები და წამოვიდე.

პატარა საავადმყოფოში შევედი და მაგიდასთან დავდექი. ვიცი რომ აქ საღაცა ოფისი არის, მაგრამ ვერ ვიხსენებ, არც ვაპირებ მოძებნას იმიტომ, რომ შეიძლება დავიკარგო.

ქალბატონი მაგიდაზე რაღაცებს ავსებდა სანამ მისი ყურადღება მე არ მივიპყარი.

-გამარჯობა, ბოდიშით ხელის შეშლისთვის, აქ სათვალეებისთვის მოვედი და იცით სად შემიძლია მათი აღება? -ზრდილობიანად ვიკითხე.

მალიგნანტი [h.s]Donde viven las historias. Descúbrelo ahora