პირველ რიგში ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ უკვე 6k თვის. ჩემთვისძალიან ბევრს ნიშნავს თქვენი აქტიურობა.
---------ამელია ადამსი
მეზიზღება ჰარი სტაილსი.
არ მჯერა, რომ მას ვაკოცე, ან ნება მივეცი ჩემთვის ეკოცნა. სერიოზულად ამყვა კოცნაში იმის გამო, რომ ჩემს გამო თავს ცუდად გრძნობდა? ამან იმდენად შემარცხვინა, არ ვიცი ჩემი სიამაყე უარესად როგორ უნდა გაითელოს.
არასდროს ვენდობოდი ხალხს. არც ჩემი მშობლებს, თავს არასდროს ვგრძნობდი მათთან ბოლომდე დაცულად. ჩემი მშობლები ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ისინი არ მაჩვენებდნენ იმხელა სიყვარულს, როგორსაც ედრიანს. ედრიანი პირველი ბავშვი იყო, მათი ბედნიერება და სიამაყე. იგი ჭკვიანი წვეულებების მოყვარული ბიჭი იყო, მე კი ოთახს ამოფარებული გოგონა ვიყავი, რომელსაც ხატვა უყვარდა. ჩემი ნიშნები ნორმალური იყო, მაგრამ ისინი არასდროს ამაყობდნენ ჩემით ისე, როგორც ედრიენით.
ის ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. მათ არასდროს იცოდნენ ჩემს ცხოვრებაში რა ხდებოდა, ერთადერთი რაც მად ადარდებდათ ედრიენი იყო.
უყურადღებოდ არასდროს მტოვებნენ, მაგრამ დიდ სიყვარულსაც არასდროს მაგრძნობინებდნენ.
უცებ კარზე ბრახუნის ხმა გავიგონე რაზეც ავხტი. რატომ არ შეუძლია უბრალოდ მარტო დამტოვოს.
-ამელია კარი გააღე, ხომ იცი არ უნდა ჩაგეკეთა -მეჩურჩულებოდა კარს მიღმა
-რატომ უნდა შემოგიშვა? -მომაბეზრებელი ტონით ვკითხე
-ამელია ჯოის გააღე ეს დაწყევლილი კარი ან შემოვამტვრევ -ცოტა უფრო ხმამაღლა და დაძაბულად თქვა
ამოვიოხრე, საწოლიდან ავდექი და საკეტი გავაღე, მაგრამ კარი კვლავ მიხურული დავტოვე.
CZYTASZ
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...