რამდენიმე დღიანი საავავდმყოფოში ყოფნის შემდეგ, როგორც იქნა წამოვედი. ჰარი ჩემთან კარგად იქცეოდა და არ ვიყავი დარწმუნებული რატომ. მესმის, რომ თავი ვიტკინე და ასე შემდეგ, მაგრამ იმაზე კარგად მეპყრობა ვიდრე წარმოვიდგენდი. ის ჯერ კიდევ იდიოტია, ჩემზე ჯერ კიდევ გაბრაზებულია, მაგრამ ზოგჯერ თავის თავს აკვირდება და წყნარდება.
არ ვარ დარწმუნებული ამასთან დაკავშირებით რას ვგრძნობ. არ ვიცი რა ვიფიქრო. ვისურვებდი მცოდნონდა რა ხდება მის გონებაში, მაგრამ ვიცი რომ ვცადო მისი უფრო შემეშინდება.
ჰარი სადღაც წავიდა, რაც გაიგო, რომ ჩემს ორგანიზმში კეტამინი იყო. წავიდა და არც ის ვიცი რამდენი ხნით. როცა გავიღვიძე სკამზე დამხვდა დაძინებული, მაგრამ ჯინსის მაგივრად ისევ შორტი ეცვა.
მაგრამ ახლა საავადმყოფოდან უნდა წავიდეთ და სახლში დავბრუნდეთ. ნაკაწრი მაქვს შუბლის მარჯვენა მხარეს, საფეთქელთა ახლოს და ისე ჩანს, რომ შრამად დამრჩება.
მას შემდეგ, რაც ჰარისთან ვარ, ხელი დავიწყვი, კეტამინი მივიღე, ლამის ზეინის გამო საშინელებები დამემართა და შემდეგ თავიც რაღაცას ჩამოვარტყი.
საყვარელია.
ჰარიმ კოდი გამოიყენდა და სახლის კარი გააღო. როგორც კი შევედით ფეხსაცმელები გავიძრე და კიბეებისკენ გავემართე.
-სად მიდიხარ? -მითხრა ჰარიმ ღრმა აქცენტით.
-საწოლში -მოაჯირზე შემოვდე ხელი და მას შევხედე
-რაღაც უნდა ჭამო -კარი მიხურა და ფეხსაცმელები გაიძრო.
-არ ვარ მშიერი -ვთქვი.
-არ მადარდებს. -მიპასუხა -ისევ არ ვაპირებ შენს გულის წასვლებს მივხედო და საავადმყოფოში წაგიყვანო, ამიტომ წადი რამე ჭამე -მითხრა, სანამ ქურთუკს გაიხდიდა და თავს დივანზე გადააგდებდა.
-ჰარი უბრალოდ მინდა საწოლში წავიდე, დავიღალე. -პროტესტის ნიშნად ამოვიოხრე
VOCÊ ESTÁ LENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...