Chapt 76

1.4K 134 36
                                    

Harry Styles

გუშინდელი ღამე ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ღამეა, რაც კი ცხოვრებაში მქონია. მაგრამ მიუხედავად ამისა თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ...

თავს ცუდად ვგრძნობ იმ წმინდა რაღაცის წაღების გამო, რომელიც ერთდერთი იყო, რაც შემორჩა. ჩემს თავს შევპირდი, რომ ამას მას არასდროს გავუკეთებდი.

არასდროს მიფიქრია, რომ ის შემიყვარდებოდა. არ მიფიქრია, რომ ის მსგავსს ადგილს დაიჭერდა ჩემს ცხოვრებაში.

მაგრამ ახლა ნახეთ რა გამიკეთა.

საწოლზე ვწევარ და მის მძინარე სხეულს დავყურებ, თითებს მისთმებზე ვათამაშებ. სახე ძალიან დამშვიდებული აქვს. ტუჩები შეტყუპებული, ლოყები ოდნავ შეწითლებული და მისი ბუნებრივად გრძელი წამწამები ერთმანეთს მიწეპებული. მასში ყველაფერი იდეალური იყო.

და მე ის მიყვარს.

ის ჩემი ნარკოტიკია, ჩემი საწამლავი. ის ტკბილი საწამლავია, ძალიან საყვარელი, მაგრამ ზოგჯერ მომაკვდინებელიც. ვიცი ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის უსაფრთხოდ იყოს და ამ პროცესში მოვკვდები კიდეც. ყველა ვართ რაღაცაზე დამოკიდებული, რასაც ტკივილი მიაქვს და ახლა ეს რაღაც ამელიაა.

გადასაფარებელი კარგად შემოეხვია და ხელებში ამოეკეცა, გულს იფარავს. სუნთქვა ისეთი დამშვიდებული აქვს, რაც მიმნიშნებს იმაზე, რომ კარგად სძინავს. დილის 7:30 საათია, საქმეები მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ არ მინდა აქ დავტოვო და შემდეგ სირივით გამოვჩნდე, მიუხედავად იმისა, რომ იცის სამუშაო მაქვს. დღეს ყველაფერი განსხვავებულადაა, გუშინ მან ქალიშვილობა დაკარგა და შეიძლება სანამ წავალ ჩემი ნახვა უნდოდეს.

ნელა წამოვექი საწოლიდან, ბოქსიორები იატაკიდან ავიღე და ამოვიცვი. სააბაზანოში შხაპის მისაღებად გავედი, კარი ჩემს უკან მოვიკეტე, რათა ამელია არ გამეღვიძებინა.

მალიგნანტი [h.s]Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang