ჰარის ოთახიდან გამომავალმა ხმაურმა თვალების გახელა მაიძულა.
ამოვიოხრე და გვერდით დადებულ საათს გავხედე. დილის ექვსის ნახევარი იყო.ახლავე მომკალით.
რა ჯანდაბის გამო დგება ის ასე ადრე? სამსახურში ხომ 9 საათამდე არც კი მიდის!
კიდევ ერთხელ ამოვიოხრე, შევეცადე კომფორტულად მოვთავსებულიყავი და ძილი შემებრუნებინა, მაგრამ არ შემიძლია! ჯერ კიდევ 1 საათი დარჩა, სანამ მაღვიძარა დარეკავს.
სახლში 8 საათამდე არ ვდგებოდი. ესეც კი ძალიან ადრე იყო ჩემთის, მაგრამ ახლა იღბლიანი ვარ საერთოდ ამდენი ხანიც რომ მძინავს. მარტივად გავაანალიზე, რომ ძილს ვერ დავუბრუნდებოდი, რადგან ჰარი ძალიან ხმაურობდა.
ნელ-ნელა გადმოვყავი საწოლიდან ფეხები და ფრთხილად წამოვდექი, რათა თავბრუ არ დამხვეოდა.
ხელი ჯერ კიდევ მტკივა, მაგრამ გუშინდელთან შედარებით საქმე ბევრად უკეთესადაა. კარადაში შევიხედე და ტანსაცმელი გამოვიცვალე.
ჰარის ოთახი გავიარე და საპირფარეშოში შევედი. მისი კარი დახურული იყო, რაც უფრო მეტად კომფორტულს ხდიდა თავის არიდებას, რადგან, როგორც ყოველთის მე ეს მჭირდებოდა.
სააბაზანოს კარი ზურგს უკან მოვიხურე და პირსახოცი საკიდზე დავკიდე. შხაპის მისაღებად თბილი წყალი მოვუშვი, შემდეგ კი ნელ-ნელა გახდა დავიწყე.
მალევე შევამჩნიე სიწითლე, რომელსაც იისფერი დაჰკრავდა ჭრილობის გარშემო და დამაინტერესა ეს კარგის ნიშანი იყო თუ ცუდის.
ტანსაცმელს საშუალება მივეცი იატაკზე დავარდნილიყო. საშხაპეში შევაბიჯე და წყლის წვეთები ტანზე შევისხი. ხელი უყოყმანოდ გავწიე, როცა წყალი დამწვარზე მომხვდა, მაგრამ უფრო მწარე წარმომედგინა. შემდეგ ისევ დავაბრუნე ხელი წყალში, ტკივილი არ განელებულა, მაგრამ არც გაუარესბეულა.
დამწვრობისთვის სუნთქვა აუცილებელია. ეს რაღაც 12 საათია შემოჭერილი მაქვს. შამპუნი ავიღე და ხელის გულზე დავისხი, შემდეგ კი გრძელ თმაზე ჩამოვისვი.
BINABASA MO ANG
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...