Chapt. 4

1.4K 164 47
                                    

მანქანის ძრავის ყრუ ხმამ თავბრუ დამახვია. თვალები ნელა გავახილე და გავაანალიზე, რომ მანქანაში მგზავრების სკამზე ხელ-ფეხშეკრული ვიჯექი.

მანქანა მთლიანად შავი იყო მისი ტყავის სალონისა და საჭის ჩათვლით.

გულმა მაშინვე სწრაფად ძგერა დაიწყო, როდესაც გვერდით ისევ ის მამაკაცი დავინახე, რომელმაც დამიჭირა. ცალი ხელი საჭეზე ეკიდა და გზას თვალს არ აშორებდა.მეორე ხელი კი ნიკაპთან მიეტანა და ორი თითით ტუჩის პირსინგს აწვალებდა.

გზისკენ ისევ ჩუმად გავიხედე. მანქანა ცარიელ გზას მიუყვებოდა. იმის გააზრებამ, რომ ადამიანური დასახლებისგან შორს ვიყავით, მუცელი ნერვიულობისგან ამიწრიალა.

არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემმა მძიმე სუნთქვამ მისი ყურადდღება მიიქცია და გამომხედა.

სხეული გამეყინა, როდესაც მთლიანად ჩემზე ფოკუსირდა. მისი მუქი თვალები უსიტყვოდ მაშტერდებოდნენ. რის გაკეთებას მიპირებს?

-ვიღაცას გაუღვიძლია. -უხეში აქცენტით დაიჩურჩულა.

-ს-სად ვართ? -უნებურად წამოვიყვირე.

-გულწრფელად რომ ვთქვა, ეგ შენი საქმე არ არის.

მუცელი შიშისგან ამიწრიალდა. რა ჯანდაბა მემართება? სად მივდივართ? მომკლავს? უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში, რომლის ხმამაღლა დასმისაც მეშინია.

-ვინ ხარ ან ჩემგან რა გინდა? -ხმას ავუწიე.

-საყვარელო, თუ იცი შენთის უკეთესი რა არის, მაშინ ჩემთან ტონს აღარ აუწიო. -კბილებში გამოცრა.

-ჩემს მ-მოკლვას ა-აპირებ? -თითქმის დავიჩურჩულე.

დიდ ხნიანმა პაუზამ გული უფრო ამიჩქარა.

-ჯერ არ ვარ დარწმუნებული -თქვა და ხელი არეულ თმებში შეიცურა.

შეიძლება გამიშვას?ამის თქმა უნდა? ასე არ იქება. ამხელა გზაზე არ წამომიყვანდა გათავისუფლებას რომ მიპირებდეს. ის მალიგნანტის ერთ-ერთი წევრია. შანსი არ არის, რომ გამიშვას.

მალიგნანტი [h.s]Where stories live. Discover now