-ვიცი, რომ ეს შეიძლება ზოგიერთი თქვენგანისთვის ძალიან რთული სასწავლი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ზუსტი დროა კარგად გაიგოთ მათ შესახებ -მასწავლებელმა ქალბატონმა, ფრემანმა თქვა
ის ისევ გატრიალდა დაფისკენ და მის შუაში დიდად დაწერა ასო M.
-ეს იყო მალიგნანტს სიმბოლო. ეს იყო ამობეჭდილი მათი ტყავის მოსაცმელების უკანა მხარეს, ეს მოსაცმელები კი ყველა შავი იყო. მათ ჰქონდათ ტატუები და ვერცხლის ბეჭდები M სიმბოლოთი -ამბობდა იგი.
კლასი ძალიან ჩუმად იყო. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იყო მარტივი თემა ზოგიერთი ჩვენგანისთვის. ყველა ეს კონფლიქტი მალიგნანტთან მთლიანად 2 წლის წინ დასრულდა. ხალხმა დაკარგა თავიანთი ოჯახები ამ ბანდის გამო და ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს ამ თემაზე კლასში ვსაუბრობთ ძალიან უჩვეულოა.
-ამ ბანდის ლიდერი იყო კაცი სახელას ვესტლი რეი სეჰარდი (Westly Ray Sehard) . არავის უნახავს ეს კაცი პირისპირ, მაგრამ ხალხს ეს სახელი ხშირად ესმოდა, რადგან ბანდის წევრები ხშირად ახსენებდნენ, ეს იყო მიზეზი რატომაც გვჯეროდა მისი არსებობის ასე ძალიან -მასწავლებელმა სახელი დაფაზე დიდი ასოებით დაწერა.
-რა მიზნით/რატომ კლავდა მალიგნანტი ამდენ უდანაშაულო ხალხს? -ჩუმი ხმა მოგვესმა ოთახის მოპირდაპირე მხრიდან.
მასწავლებელი მობრუნდა ისე, რომ ჩვენთის შეეხედა და თქვა -არცერთმა ადამიანმა არ იცის ნამდვილი მიზეზი. ზოგი ფიქრობს, რომ ისინი ასე ავლენენ თავიანთ დამოკიდებულებას ეკონომიკასთან და ზოგი ფიქრობს, რომ ასე ცდილობნენ სამყაროსთვის თავიანთი თავის დამახსოვრებას -ახსნა მან.
-მალიგნანტის რამდენი წევრი იყო აქ? -იკითხა სხვამ.
-ვვარაუდობთ, რომ 5 ათასზე მეტი -თქვა მან.
-და რა დაემართათ მათ? ისინი უბრალოდ აორთქლდნენ -იგივე ბიჭმა თქვა.
ESTÁS LEYENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...