Harry Styles
ხელი კარის სახელურა მოვკიდე და გავაღე. ეგრევე სითბო მეცა სახეზე, გარეთ ხომ საშინლად ყინავდა.
თბილ სახლშო შევედი და კარი ჩემს უკან მოვიხურე. სამზარეულოდან კარგი სუნი გამოდიოდა.
-სახლში ვარ -დავიყვირე, სანამ ჟაკეტს გავიძრობდი და საკიდზე დავკიდებდი.
-სამზარეულოში ვარ პატარავ -ამელიას ტკბილი ხმა გავიგე გვერდითა ოთახიდან. ჩემი დიდი ფეხსაცმელები გავიძრე და ოთახში შევედი.
ვუყურებდი ამელიას, რომელიც ჩემგან ზურგმოქცევით იდგა და რაღაცას აკეთებდა. გავიღიმე და მასთან მივედი, ვუყურებდი, როგორ მოძრაობდა მისი მკლავები ბოსტნეულის ჭრის დროს.
თავი მხარზე ჩამოვადე და ხელები წელზე მოვხვიე და ხელები 7 თვის გაზრდილ მუცელზე შემოვადე.
-კარგი სურნელი აქვს -ვთქვი, სანამ ნელა ტუჩებს კისერზე დავადებდი.
-მალე მზად იქნება -ჯერ კიდევ დაბლა იყურებოდა და ისე მელაპარაკებოდა.
-თავს როგორ გრძნობ პატარავ? -ვკითხე და ხელი მუცელზე გადავატარე.
-სინართლე გითხრა დღეს კარგად ვარ, დილას ცუდად არ გამღვიძებია -გაიღიმა, ინგრედიენტები აიღო და გაზქურაზე დადგმულ ჯამში ჩაყარა.
STAI LEGGENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...