chapt 42

1.3K 148 12
                                    

-რ-რაა? -ჰარის დაბნეული ვკითხე. რას ნიშნავს არავის მიაქვს ზურგჩანთა მაღაზიაში. დარწმუნებული ვარ ხალხი ამას ყოველთვის აკეთებს არა?

-რატომ წაიღებდა შენი ძმა ზურგჩანთას მაღაზიაში? -გაიმეორა. ამან შემაშინა, რადგან არ ვიცი ამ თემას საით მივყავარ.

-არ ვიცი. შეგიძლია მითხრა საიდან იცი, რომ ის მკვდარია? -მოუთმენლად ვიკითხე. წარმოდგენა არ მაქვს ისინი ერთმანეთს როგორ იცნობენ. ძალიან განსხვავებულები არიან.

ჰარიმ ამოიოხრა, ხელბი კულულებში შეიცურა და გაისწორა. ოდნავ მოიწია ისე, რომ მუხლები ერთმანეთს გვედებოდა. თვალებში შემომხედა სრული სერიოზულობით.

-ისეთ რაღაცებს გეტყვი, რაც სავარაუდოდ არ იცი და არ გინდა გაიგო. ახლავე დავიწყებ მოყოლას და თუ შენი ლამაზი პირიდან ერთი სიტყვაც ამოვა აღარ გავაგრძელებ -გამაფრთხილა, მე კი თავი დავუქნიე.

-არაფერს გეტყვი ჰარი, უბრალოდ გთხოვ მითხარი -შევევედრე.

-იმ დღეს ის მაღაზიაში არ წასულა -მითხრა და თვალებით დამწვა.

-საიდან იცი? -ვკითხე.

-რადგან ედრიენ ადამსი მალიგნანტის წევრი იყო -ჰარიმ მალევე მიპასუხა, რამაც გული გამიჩერა. მისი სიტყვები ექოს ჰგავდა, რომელიც მუდმივად მიეორდებოდა თავში თავიდან და თავიდან.

-არა, სხვა ადამიანში გერევა, ის ვერ იქნება -შევეწინააღმდეგე.

-არ მერევა, ვიცი გინდა, რომ მერეოდეს, მაგრამ ედრიენი მალიგნანტის წევრი იყო. მნიშვნელოვანი წევრი, ის ჩემზე მაღლა იდგა -მითხრა მან, ეს ყველაფერი ჩემი ტვინისთვის ძალიან ბევრია.

-ბოდიში, მაგრამ ის ვერ იქნებოდა. სხვა ედრიენში გერევა. შეიძლება სხვა ედრიენ ადამსი იყოს -შევეწინააღმდეგე. ჩემი ძმა არასდროს იწნებოდა ბანდაში, სადაც უდანაშაულო ადამიანებს კლავენ.

-ანუ შენი ძმა არ იყო ედრიენ ადამსი? დაახლოებით ორი მეტრი ყავისფერი თმებითა და თვალებით და საშინელი მწვანე ფეხსაცმელებით? -ჰარიმ ადამიანი აღწერა, რომელიც ედრიანს ძალიან ჰგავდა.

მალიგნანტი [h.s]Where stories live. Discover now