-ჰარი მაშინებ -უცებ ვთქვი და მუხლებით მის საწოლს დავეყრდენი. კართან გაჩერდა და სახე ჩემსკენ მოატრიალა. შუქი, რომელიც დერეფნიდან გამოდიოდა იდეალურად ურტყამდა მის ტანს.
-ნუ გეშინია, კარგად ვარ, უბრალოდ ციტა ხნით უნდა გავიდე -ჩუმად მითხრა.
შანსიც კი არ მომცა რამე მეპასუხა ისე გავიდა დერეფანში. კარის დაკეტვის ხმა გავიგე. სახლი გაჩუმდა, მე კი დაბნეული და თითქმის დამნაშავედ ვიჯექი. ისეთი შეგრძლება მაქვს, თითქოს რამე არასწორად გავაკეთე, მაგრამ არ ვიცი რა. წინა რამდენიმე წუთში ბევრი რამ მოხდა. ის სრულიად დაბნეული იყო და მისი თვალების მიღმა რაღაც იმალებოდა. იმ წამიდან, როგორც კი თვალები გააცილა საშინლად შეშინებული გამოიყურებოდა, ის თოთქოს მას რაღაც საშინელი გავუკეთე. საწოლში დავბრუნდი და მისი არყოფნის გამო ცოტა შემცივდა. ის ძილში ჩემს სახელს ყვიროდა, შიშით. რამაც სისხლი გამიყინა. ისიც კი აღარ ვიცი ფიქრები სად მიმირბის. როგორი ცუდი შეიძლება ყოფილიყო ეს სიზმარი, რომ ასე ადგა და არ დამელაპარაკა? მაგრამ შემდეგ გამახსენდა, ის ხომ ჰარია, როდის მერე ჯდება და ლაპარაკობს. ვერ მივცემ ჩემს თავს იმაში დადანაშაულების უფლებას, რაც არ ჩამიდენია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, თავი იზოლაციაში მოექცია და არაფერი ეთქვა. თვალები დავხუჭე და ვცადე იმის მაგივრად, რომ ამაზე მეფიქრა დამეძინა.
შემოსასვლელი კარის ხმა მაღვიძებს. საათს ვუყურებ და ვკითხულობ დილის 4:37 საათია. უცებ დავინახე როგორ შემოვიდა ჰარი კარში. ოთახში შემოვიდა და დაღლილ თვალებში შემომხედა ისე, თოთქოს მოჩვენება ვყოფილიყავი, უკვის ამ დროს რომ მღვიძავს.
-ჰეი -ამოიჩურჩულა სანამ შეკრულ თმებს გაიშლიდა და ხვეულებს გაათავისუფლებდა. ხელები მაისურის ბოლოს დაავლო და გაიძრო, რა დროსაც მისი დაჭიმული კუნთები გამოჩმდა.
ჰეი? ეს არის? მას შემდეგ რაც სცენები მოაწრო, ერთადერთი რაც თქვა ჰეია? ეს მწყინს ან მაბრაზებს, ან შემიძლია უბრალოდ არ ვიფიქრო ამაზე და ვენდო როცა მეუბნება, რომ კარგად არის. არ მინდა იმით დავღალო რომ უამრავი კითხვა დავუსვა.
أنت تقرأ
მალიგნანტი [h.s]
أدب الهواة18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...