ისიამოვნეთ დიდი თავით <3
-------
არასდროს მქონია შანსი, რომ ჩანთა ამომეტანა, რადგან მთელი ეს ზეინის ამბები მოხდა.მაინტერესებს სად არის. ჰარის ბარათიც იქ იყო!
ღმერთო ჩემო. სპეციალლური სამაჯრუ ხელზე მიკეთია, მაგრამ ბარათი იქ დავტოვე, რას იზამს ჰარი, რომცა მას მოიძიებს?
ვუთხრა? თუ უბრალოდ მოვიცადო სანამ თვითონ არ მეტყვის? ახლა ძალიან მშვიდი ჩანს და ჯობს მისი ეს დამშვიდებული ხასიათი არ გავაფუჭო.
ეს ყველაფერი მისი ბრალია. იმ ლიფტიდან რომ არ გამოვეთრიე არაფერს დავკარგავდი.
ვის ვეხუმრები? მე ხომ გაქცევა ვცადე?
ჰარიმ გამოარა და ჩემს მოპირდაპრე მხარეს დაჯდა მე კი ჩუმად ჭამას ვაგრძელებდი.
კიდევ ერთი ყლუფი ლუდი მოსვა, ტელეფონი აიღო და შიგნით რაღაცებს ათვალიერებდა.
-რამე გჭირდება? -დაბნეული ვკითხე
თვალები ისევ ტელეფონში აქვს და ისე მპასუხობს -არა
-მაშინ რატომ ზიხარ ჩემთან ერთად? -წარბები შევკარი.
-შენთან ერთად არ ვზივარ, მე ჩემს სამზარეულოში ვზივარ და ისე მოხდა, რომ ჩემს გვერდით აღმოჩნდი -მითხრა მისი ღრმა აქცენტით
ხელი თმებში შეიცურა, შემდეგ ტუჩის პირსინგს ეთამაშებოდა და თან ტელეფონში იყურებოდა.
-გინდა გადავჯდე? -ვკითხე და ერთი ლუკმა ტოსტი ისევ ჩავიდე პირში
-არ მადარდებს ამელია! შენი აზრით პრობლემა, რომ მქონდეს შენს გვერდით დაჯდომაზე დავჯდებოდი? -ხმას აუწია, თვალები ტელეფონიდან ამოსწია და მე შემომხედა. მისი დაჟინებული მწვანე თვალები ისე მწვავდენ, რომ ლამის ტკივილი ვიგრძენი.
-კარგი, კარგი -თვალები გავაფართოვე და თეფშს დავხედე
რამდენიმე წამი საშინელი სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოს ტოსტის ხმა და ჰარის ტუჩების ხმა ისმოდა, რომელსაც ლუდის მოსმის შემდეგ გამოსცემდა.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...