ჩემი ხარ? რას გულისხმობდა? ის მე არ მფლობს! მე ჩემს მშობლებს ვეკუთვნი. აჰ. ჩემი მშობლები, როგორ მენატრებიან. ჩემს მშობლებს დიდად არ ეტყობოდათ, რომ ჩემზე ზრუნდავდნენ მას შემდეგ, რაც ედრიენი გარდიცვალა.
დედაჩემი თითქმის ერთი წელი ჩუმად იყო, მამაჩემი კი პატარა მიზეზზეც კი ცდილობდა ჩემთან ეჩხუბა. მაინც მირჩევნია მათთან ვიყო, ვიდრე ჰარისთან. მაინტერესებს თუ მეძებენ. მაინტერესებს საერთოდ ვინმე თუ მეძებს.
ნელა დავწექი ჩემს საწოლზე და ჭერს მივაშტერდი. მან შემდეგ მითხრა, რომ ყველა ეს 'W' ნიშანი უბრალოდ 'M' არის. ამოტრიალებული. ერთგავრი კოდია. მაგრამ კოდი ვისთვის? უბრალოდ დაწერე სულელური 'M'.
ჰარი ოთახში შემოვიდა, რამაც ოდნავ შემახტუნა, ნელა მომიახლოვდა და საწოლზე დაჯდა. ავნერვიულდი.
-რას აკეთებ? არ მითქვას, რომ დღეისთვის შენი საქმეები დასრულდა. -ხელები გადაიჯვარედინა და წარბები შეკრა.
-სხვა რა გჭირდება რომ გავაკეთო? ყველაფერი დავალაგე. -ამოვიჩურჩულე და ყელი ჩავიწმინდე.
-დღეს ღამე გავდივართ. -მითხრა და კარადა გახსნა.
-რაა? რატომ?
-იმიტომ რომ ასე ვამბობ. დღეს პარასკევია და მივდივართ, საკმარისად ცუდია აქ მთელი კვირა გაჩერება, ახლა კი შანსი გვაქვს გავიდეთ .
-უბრალოდ არ შეიძება აქ დავრჩე? -ვიკითხე.
-არა.-მალევე მიპასუხა.
-რატომ არა?
-იმიტომ, რომ შენ ჩემი ასისტენტი ხარ გახსოვს? -ამოიჩურჩულა, რამაც მაიძულა თვალები გადამეტრიალებინ-ღმერთო ჩემო, რაიმე წესიერი არ გაქვს ჩასაცმელი? -მითხრა, სანამ ჯერ კიდევ კარადაში იქექებოდა.
-არ ვიცოდი თუ დამჭირდებოდა. -ამოვიჩურჩულე.-რამე იპოვე რომ ჩაიცვა. დარწმუნებული ვარ რამე მოგერგება.-იმ ტანსაცმელებისკენ მანიშნა, რომელიც აქ ჩემს მოსვლამდე იყო.
კარისკენ დაიძრა და ზუსტად გასასვლელთან გაჩერდა.
-და ეცადე ისე ჩანდეს, თითქოს კლუბში მიდიხარ. მონაზონივით ნუ ჩაიცვამ. -მითხრა მან, რამაც სიბრაზისგან სისხლი ამიდუღა.
ოთახიდან გავიდა და კარი ზურგს უკან მიიხურა. არც კი ვიცი მას იქ რატომ ვჭირდები. არ მინდა იმ კლუბში საათებით წასვლა და იმის ყურება, თუ როგორ დათვრება მის მეგობრებთან ერთად. განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც გუშინ მოხდა.
ავდექი და კარადასთან მივედი. ჰარის არ უნდა მონაზონივით ჩავიცვა? მაშინ აქ მყოფი გოგოებივით ჩავიცვამ. კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე და ლოგინზე მოვისროლე.
თხელი შავი ტანსაცმელი ჩავიცვი და სარკეში ჩავიხედე. თავი უხერხულად ვიგრძენი, რადგან სხეულის ნაწილები კარგად მომიჩანდა, მაგრამ არა ძალიან გამომწვევად. გულახდილი რომ ვიყო თავს სკანდალურად ვგრძნობ მათში. შავი მატერია მჭიდროს მეკვრის და საჯდომს ძალიან კარგად მიჩენს. შეიძლება ვინანო ეს რომ ჩავიცვი, მაგრამ მან გამაბრაზა მონაზონის კომენტარზე.
გადავწყვიტე მაკიაჟშიც შემეტანა ცვლილება. აქამდე ბუნებრივ ღია მაკიაჟს ვიკეთებდი, ახლა პირიქით გადავწყვიტე.
მუქი ლაინერი წავისვი, თავიდან ოდნავ ვიწვალე, მაგრამ მალე სრულყოფილად ერთნაირი გამომივიდა. ცოტა ტუშიც დავიმატე და წითელი ტუჩსაცხი.
სარკეში ჩავიხედე და საერთოდ არ ვგავდი ჩემს თავს.
-ამელია იჩქარე! -ჰარის ხმა მთელ სახლში ექოსავით გაისმა.
ჩემი თავი აქამდე ასეთი არასდროს მენახა.
შუქი ჩავაქრე და ოთახიდან გავედი. ღრმად ჩავისუნთქე და ქვემოთ ჩავედი. ჩემი ქუსლები ხმამაღლა მიუყვებოდნენ იატაკს და მთელს დერეფანში ექოს ხმას გამოსცემდნენ.მოაჯირთან დავდექი და გასასვლელ კართან მდგომ ჰარის გავხედე.
ამომხედა და თვალები გაუნათდა, ოღონდ არა დრამატულად.-მზად ხარ? -ვკითხე, მან კი ხელი თმებში შეიცურა.
-დიახ. -ყელი ჩაიწმინდა.ხელი მოაჯირს მოვკიდე და დაკვირვებით ჩავედი დაბლა. მაღლებზე სიარული არც ისე ცუდად გამომდის, მაგრამ ნამდვილად არ მინდა ახლა აქ დავეცე და ჰარიმ დამცინოს.
-ძალიან განსხვავებულად გამოიყურები.-მითხრა და ტუჩის პირსინგი კბილებს შორის მოიქცია.
-აჰა, არ გინდოდა მონაზონი ხომ ასეა? -წარბები ავზიდე და ხელები გადავიჯვარედინე.
-დიახ, მართალი ხარ. -თავი დამიქნია და ჩემგან გატრიალდა. კარი სწრაფად გააღო და გავიდა.-------------
მოემზადეთ, ხვალ დიდი თავი გელით, დღეს კი ამით გემშვიოდბებით.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...