chapt 35

1.3K 131 11
                                    

-ამელია გითხრეს უკვე მათემატიკის ნიშნები? -მითრა მამამ, სანამ ჭამას გააგძელებდა.

მაგიდის გარშემო ვისხედით მე და ჩემი ოჯახი და ვსაუზმობდით. მთელი ოთახი შავი იყო, გარდა მაგიდის გარშემო არსებული სითეთრისა. ყველა თეთრებში იყო გამოწყობილი და ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს ეს აქამდეც მინახავს.

აქ აქამდეც ვყოფილვარ.

ჩემს წინ ედრიენი იყო და საჭმელს მიირთმევდა, დედა მარცხნივ მეჯდა და იგივეს აკეთებდა.

-არ მაქვს მათემატიკის გაკვეთილი -მივუგე მამაჩემს, რომელიც ჭამასთან ერთად გაზეთს კითხულობდა.

-პატარა ქალბატონო, მათემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია -დედამ მითხრა.

-ედრიენ... -მისი სახელი დავიძახე იმ იმედით, რომ შემომხედავდა. ისე იქცეოდა თითქოს ჩემი არ ესმოდა და ჭამას აგრძელებდა.

-ედრიენ ვიცი, რომ ჩემი გესმის -ცოტა უფრო ხმამაღლა ვთქვი.

ისევ აგრძელებდა ხორცის ჭრას თეთრ თეფშზე და ყურადღებას არ მაქცევდა. ვეღარ ვხვდები გაბრზებულია ჩემზე თუ უბრალოდ კედელს ვესაუბრები. რატომ უნდა იყოს? ჩემს ძმას რის გამო უნდა ვძულდე?

-ედრიენ -კიდევ უფრო ხმამაღლა დავიყვირე.

მისი თავი ოდნავ აიწია და ეგრევე თვალებში ჩამაშტერდა. მისი ყავისფერი თვალები მომაკვდინებლად უყურებდნენ ჩემსას რა დროსაც დანა-ჩანგალი დადო.

მალიგნანტი [h.s]Where stories live. Discover now