Amelia Adams
მე მას ვუყვარდი. დაზიანებულმა ბიჭმა, რომელმაც დაიფიცა, რომ გულსი არასდროს არავის შეუშვებდა, სწორედ მას ვუყვარდი.
და მე ის მიყვარდა.
მთელი საღამო მის მკლავებში ვიყავი, არ მინდოდა იმ ადგილიდან განვძრეულიყავი, სადაც თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი. თითებს მის მკერდზე დავათამაშებდი, სანამ ის ჩემს თმებს ეფერებოდა. იმდენად ვიყავით ამ მომენტში ერთმანეთთან დაკავშირებულებო, რომ არც კი მინდოდა რაიმე მეთქვა, უბრალოდ ის მინდოდა, ჩემს გვერდით.
-სერიოზულად ვამბობდი, როცა ვთქვი, რომ სიამოვნებით ოთახში არაფერი გამიკეთებია -მითხრა. მკერდი ვიბრაზიას გამოსცემდა ჩემს ყურთან, როცა ლაპარაკობდა.
-ვიცი -ვუთხარი.
შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ჰარის როცა ოთახიდან გამოდიოდა კრგად დავაკვირდი. მას არ ჰქონია სიმაგრე ბოქსიორებში. და რაც ჰარის შესახებ ვიცი მას შემდეგ, რაც უკვე ბევრჯერ გვქონია სექსუალური კონტაქტი არის ის, რომ როცა გამაგრებული აქვს საკმაოდ შესამჩნევია. და როცა რამეს ვიზამთ დამთავრების შემდეგაც კიდევ რაღაც პერიოდი ისე რჩება.
-ის მოვკალი -დაამატა, რაზეც თვალები გამიფართოვდა და ოდნავ წამოვდექი. რატომ მოკლა?
-რატომ? -წარბები შევკარი.
-გავიგე, რომ კეტამინი შენ გაგიკეთა, ამიტომ ჩავედი რათა გამეგო ვინ იყო მისი მიმწოდებელი. ის ზედმეტად მესაიდუმლე აღმოჩნდა ამიტომ მოკვლის გარდა სხვა გზა არ დამიტოვა -ისე თქვა, თითქოს დიდად არ ადარდებდა. ჯერ კიდევ ხლართავდა თითებს ჩემს თმაში.
-და რაში დაგჭირდა მისი მოკვლა? -თავი გავაქნიე. ამის ჯერ კიდევ არ მესმის.
-თი გავუშვებდი მასთან მივიდოდა, ყველაფერს მოუყვებოდა და ჩემს ზურგს უკან უარესებს ჩახლართავდნენ -თქვა სანამ ისიც წამოიწეოდა.
VOCÊ ESTÁ LENDO
მალიგნანტი [h.s]
Fanfic18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...