ამელია ადამსი
ხის მრგვალ მაგიდაზე ვიჯექი ჩემს ოჯახთან ერთად. ეს ის მრგვალი ხის მაგიდაა სახლში რომ მაქვს... მაგრამ სახლში არ ვართ. ჩვენს გარშემო არაფერია, გარდა ამ მაგიდისა. მხოლოდ პატარა შუქი დაგვნათის ჩვენ და მაგიდას.
დედა მარცხნივ მიზის, მამა მარჯვნის, ჩემს პირდაპირ კი ედრიენია.
ედრიენი... რას აკეთებს აქ? ის ხომ გაუჩინარდა. რატომ არ არის დედა და მამა გაგიჟებულები მისი დაბრუნებით?
-ედრიან! მეგონა მკვდარი იყავი, აქ როგორ დაბრუნდი? -ჩანგალი თეფშზე დავდე, სანამ ჩემი მშობლები ჩუმად ჭამას აგრძელებდნენ. ყველა თეთრ ფერშია გამოწყობილი, ჩემს გარდა. მე ისეთი რამ მაცვია, როგორიც სკოლის უნიფორმა იყო.
ედრიენი თეფშს თვალს არ აშორებს. მაიგნორებს და ისე აგრძელებს კარტოფილის და ბროკოლის ჭამას, თითქოს მისთვის არც არაფერი მითქვამს. რა ჯანდაბა ხდება?
-ედრიან! გამარჯობა?! -ამოვიყვირე და ვეცადე მისი ყურაღება მიმექცია.
-ამელია საჭმელი უნდა ჭამო! არ დავუშვებ შენს თეფშზე არსებული საჭმელი ისევ უაზროდ გავფლანგო! -მითხრა დედამ, სანამ დანას მოიმარჯვებდა და ხორცის გაჭრას შეუდგებოდა.
YOU ARE READING
მალიგნანტი [h.s]
Fanfiction18+ (თარგმნა დასრულებულია) ______ მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მონსტრს, რომელიც ჩვენი საწოლის ქვეშ იმალება, შეიძლება ჰქონდეს ტყესავით მწვანე თვალები და ანგელოზივით ღიმილი. -ისტორია, რომელიც მოგვითხრობს გოგოს გატაცებაზე ბანდის მანკიერი წევრის მიერ...